საიტის დამზადება

“რერო” ციფრული სერვისების მომწოდებელი წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ პროფესიონალური ვებსაიტების დამზადების მომსახურებას. ჩვენი გამოცდილი ვებ დეველოპერთა გუნდი ქმნის უმაღლესი ხარისხის ციფრულ პროდუქტებს: როგორც კომპლექსურ Full-stack, ისე CMS ვებსაიტებს WordPress და Shopify პლატფორმებზე, რა თქმა უნდა,  უნიკალური ვებ დიზაინით. “რეროს” თითოეული ვებსაიტი მაღალი წარმადობისაა: აგებულია სუფთა, მასშტაბირებადი კოდით, მაქსიმალური სისწრაფის, სტაბილურობისა და SEO ოპტიმიზაციისთვის. რეროს საიტების დამზადების სერვისი გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ვებსაიტს აგებას, იქნება ეს გაცნობითი ვებ-გვერდი, კორპორატიული საიტი, ვებ აპლიკაცია თუ ელექტრონული კომერციის პორტალი. ვნერგავთ ონლაინ გადახდის სისტემებს, მათ შორის TBC, BOG, Stripe და PayPal გადახდებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ინვოისებს, გადახდის სტატუსებსა და შეკვეთების მართვის ლოგიკას. თუ ვებსაიტთან ერთად მობილური აპლიკაციაც გესაჭიროებათ, იხილეთ – მობილური აპლიკაციის დამზადების სერვისი.

საიტის დამზადების პროცესი:

სტრატეგია
ჩვენ განვსაზღვრავთ მიზნებს, აუდიტორიასა და ძირითად საზომებს, საიტის დამზადების ინდივიდუალური სტრატეგისთვის.
დიზაინი
ვქმნით შემოქმედებით კონცეპტებს, UI/UX და საიტის სტრუქტურას გამორჩეული ვებ დიზაინისთვის.
დეველოპმენტი
ვამზადებთ, ვამოწმებთ და ოპტიმიზაციას ვუკეთებთ მასშტაბირებად კოდს, full stack დეველოპმენტის გამოყენებით.
გამოქვეყნება
ვაქვეყნებთ, ვაგროვებთ ანალიტიკურ მონაცემებს, რათა ვუზრუნველყოთ აუცილებელად წარმატებული შედეგი და უწყვეტი ზრდა.

„რეროსთან“ თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ ტექნოლოგიურად სრულყოფილ ციფრულ პროდუქტს. ჩვენი უპირატესობაა Full-stack ვებ დეველოპმენტი, რაც საშუალებას გვაძლევს, პროექტი ტექნიკური დავალებიდან საბოლოო გამოქვეყნებამდე თავადვე ვმართოთ. პროფესიონალური ვებ დიზაინი ჩვენს პროდუქტებს ვიზუალურ ესთეტიკასა და ფუნქციურ სიმარტივეს სძენს. იქნება ეს რთული, მრავალფუნქციური საიტის დამზადება ნულიდან, WordPress საიტის შექმნა მოქნილად მართვისთვის თუ ელექტრონული კომერციის საიტის დამზადება გაყიდვების ზრდისთვის, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პასუხისმგებლიან მომსახურებას და საუკეთესო შედეგს. მოკლედ, თუკი გსურთ, თქვენს ხედვას ციფრული ხორცი შეასხათ, “რერო” უნდა აარჩიოთ.

რატომ რერო?

საიტების ტიპები:საწყისი ფასი:
გაცნობითი ვებ გვერდი4,000₾
კორპორატიული საიტი10,000₾
ელექტრონული კომერცია20,000₾
ვებ აპლიკაცია50,000₾

რას ვამზადებთ?

ვამზადებთ ვებსაიტებს რეალური ბიზნეს ამოცანებისთვის — ნდობის შესაქმნელად, გაყიდვების გასაზრდელად, შეკვეთების მისაღებად და მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის.

გაცნობითი / Landing Page

სწრაფი, მკაფიო და პროფესიონალური ვებ გვერდი კომპანიის, სერვისის, პროდუქტის ან კამპანიის წარმოსაჩენად.

კორპორატიული საიტი

მრავალგვერდიანი ვებსაიტი სერვისების სტრუქტურით, კომპანიის ინფორმაციით, პორტფოლიოთი და საკონტაქტო ფორმებით.

ონლაინ მაღაზია

ელექტრონული კომერციის საიტი პროდუქტებით, კალათით, შეკვეთებით, გადახდის სისტემებით და გაყიდვებზე მორგებული UX/UI დიზაინით.

ვებ აპლიკაცია

ინდივიდუალური ვებ სისტემა პირადი კაბინეტებით, მონაცემთა ბაზებით, API ინტეგრაციებითა და უნიკალური ბიზნეს ლოგიკით.

პროექტის ტიპის მიხედვით ვიყენებთ WordPress-ს, Shopify-ს, WooCommerce-ს ან ინდივიდუალურ full-stack დეველოპმენტს. ყოველი პროექტი მზადდება 1 წლამდე გარანტიით. საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფთ საიტის დაჰოსტვისა და მეინთენენსს.

იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაიოცარი პორტფოლიოდან

Digital Academic Publishment: Mdevari

„მდევარი" — ქართული ციფრული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც რეროს მიერ შეიქმნა. დღეს რეგიონის უდიდეს ღია აკადემიურ ნაშრომთა არქივად იქცა. რეროს მომსახურება მოიცავს სრულ ვებ დიზაინს, CMS არქიტექტურის აწყობას, მულტიმედიათა ინტეგრაციასა და საიტის მართვას. ამასთან ერთად, „რერო" ქმნის მდევარის ნომრისა და სტატიების გრაფიკულ ნამუშევრებს.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ):

1) როგორი ტიპის საიტებს ამზადებთ?
ჩვენ ვქმნით ბიზნეს ვებ-გვერდებს, ონლაინ მაღაზიებს, WordPress საიტებს, ინდივიდუალურ ვებ-აპლიკაციებს და ლენდინგ გვერდებს. ჩვენი სერვისი გათვლილია როგორც კორპორაციებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე საქართველოში.
2) რა ღირს საიტის დამზადება?
საიტის დამზადების ფასი დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. საიტის დამზადების სერვისს ფასი ედება ინდივიდუალურად, დამოკიდებულია ვებსაიტის ტიპზე - გაცნობითი ვებ გვერდი, კორპორატიული საიტი, ელექტრონული კომერცია, ვებ აპლიკაცია. კონკრეტული ღირებულება დგინდება პროექტის განხილვის შემდეგ.
3) რა დრო სჭირდება საიტის დამზადებას?
გაცნობითი ვებ გვერდი: 2–3 კვირა. საშუალო ზომის საიტი: 3–6 კვირა. ონლაინ მაღაზია/ინდივიდუალური აპლიკაცია: 6–12+ კვირა, ფუნქციონალისა და კონტენტის რაოდენობისა და მზაობის მიხედვით.
4) WordPress თუ კერძო კოდით full stack დეველოპმენტი?
რერო გაწვდით ორივე სერვისს, რომელიც არიჩევა თქვენი ან თქვენი პროექტის მოთხოვნების მიხედვით. WordPress-ით საიტის დამზადება სწრაფია, ხოლო მისი მართვა — მარტივი. ინდივიდუალური კოდით დეველოპმენტი კი საუკეთესოა უნიკალური ლოგიკის, ინტეგრაციებისა და მასშტაბირებადი პროექტებისთვის.
5) ამზადებთ ონლაინ მაღაზიებს გადახდის სისტემებით?
დიახ, ჩვენ ვქმნით დაცულ ონლაინ მაღაზიებს, რომლებშიც ინტეგრირებულია როგორც ადგილობრივი (საქართველოსა BOG და თიბისი ბანკის TBC გადახდის API), ისე საერთაშორისო გადახდის სისტემები (Paypal, Strapi), მარაგების მართვა, მიტანის სერვისი და ინვოისირება.
6) არის თუ არა თქვენი საიტები SEO-ოპტიმიზირებული და სწრაფი?
დიახ. ჩვენ მიერ შექმნილი ყველა საიტი მორგებულია მობილურ მოწყობილობებზე, არის სწრაფი, ტექნიკურად გამართული SEO-სთვის (სუფთა კოდი, საიტის რუკა, სქემა) და აკმაყოფილებს Core Web Vitals-ის სტანდარტებს.
7) უზრუნველყოფთ თუ არა ჰოსტინგს, დომენს და ტექნიკურ მხარდაჭერას?
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ დომენის შეძენა/გადმოტანაში, ჰოსტინგისა და CDN-ის გამართვაში. ასევე, გთავაზობთ საიტის ტექნიკური მხარდაჭერის პაკეტებს, რაც მოიცავს განახლებებს, სარეზერვო ასლების შექმნას, მონიტორინგსა და უსაფრთხოებას.
8) შეგიძლიათ მრავალენოვანი (ქართული/ინგლისური) საიტის დამზადება?
რა თქმა უნდა. ჩვენ ვქმნით მრავალენოვან არქიტექტურას, ვამატებთ ენის გადამრთველს და ვიყენებთ საუკეთესო SEO პრაქტიკებს თითოეული ენისთვის.
9) როგორია თქვენი მუშაობის პროცესი?
ბრიფი → პროექტის ანალიზი და შეფასება → UX/UI დიზაინი → დეველოპმენტი → ტესტირება და SEO შემოწმება → გამოქვეყნება → ანალიტიკა და მხარდაჭერა. პროცესი გამჭვირვალეა და დაყოფილია ეტაპებად.