ჰოსტინგი და პროგრამული ლიცენზიები
რეროს ბიზნესებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს ჰოსტინგისა და პროგრამული ლიცენზირების სრულ სერვისს – ვებგვერდებისა და აპლიკაციების ინფრასტრუქტურიდან, აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევასა და ლიცენზირებამდე. ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს სწორად შეარჩიონ, გამართონ და მართონ მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური გარემო, განსაკუთრებული ყურადღებით უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე, წარმადობასა და მომსახურების უწყვეტობაზე.
00: ჰოსტინგი
ვუზრუნველყოფთ ვებგვერდების, აპლიკაციებისა და ბიზნესსისტემების უსაფრთხო და სტაბილურ ჰოსტინგს, კონკრეტული პროექტის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. სერვისი მოიცავს სერვერისა და ვირტუალური გარემოს გამართვას, მართვის პანელს, SSL-სერტიფიკატებს, სარეზერვო ასლებს, მონიტორინგსა და ოპტიმიზაციას. ასევე ვუზრუნველყოფთ მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას ინფრასტრუქტურის საიმედო და გამართული მუშაობისთვის.
01: პროგრამული ლიცენზიები
ბიზნესებსა და ორგანიზაციებს ვეხმარებით მათთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ოფიციალური ლიცენზიების შერჩევაში, შეძენასა და მართვაში. სერვისი მოიცავს საოფისე და გუნდური მუშაობის პროგრამებს, სერვერულ, სარეზერვო, უსაფრთხოების და სხვა კომერციულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ვუზრუნველყოფთ ლიცენზიის შერჩევას, გააქტიურებას, დანერგვას, განახლებასა და შემდგომ ადმინისტრირებას.