საქალაქო ბრენდინგი

„რეროს“ საქალაქო ბრენდინგის მომსახურება ქალაქის უნიკალური იდენტობის განსაზღვრასა და მისი გამოხატვის სტრატეგიული სისტემის ჩამოყალიბებას მოიცავს. მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში, ურბანული თვითმყოფადობის სწორად წარმოჩენა ქალაქის განვითარებისათვის მთავარი საჭიროებაა. მუშაობისას, ჩვენი გუნდის პირველადი მისია ქალაქის ესენციის, მისი ფუძემდებლური ღირებულებების აღმოჩენა და ჩამოყალიბებაა – იქნება ეს კულტურული კოდი, ეკონომიკური პოტენციალი თუ უნიკალური ატმოსფერო. „რეროს“ საქალაქო ბრენდინგის მომსახურება მხოლოდ ვიზუალური სიმბოლიკის, ლოგოს შექმნით არ შემოიფარგლება; იგი მოიცავს ქალაქის ბრენდის სტრატეგიის სრულყოფილ შემუშავებას, რაც საკომუნიკაციო გზავნილების, სლოგანისა და ერთიანი ვიზუალური სტილის შექმნას გულისხმობს. საბოლოოდ, “რეროს” გუნდი ქმნის ავთენტურ საქალაქო ბრენდს, რაც აუცილებელია როგორც ქალაქის მარკეტინგის, ისე ინვესტიციების მოზიდვის, ტურისტული ნაკადის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის თვითიდენტიფიკაციის განცდის გაძლიერებისათვის.  

საქალაქო ბრენდინგის პროცესი:

კვლევა
ვატარებთ სიღრმისეულ კვლევას და ვესაუბრებით დაინტერესებულ მხარეებს ქალაქის უნიკალური იდენტობის აღმოსაჩენად.
სტრატეგია
ვამუშავებთ ბრენდის ძირითად სტრატეგიას, მესიჯებს და ვქმნით ვიზუალურ იდენტობას, მათ შორის ახალ ლოგოს.
ბრენდბუქი
ვქმნით დეტალურ ბრენდბუქს, რომელიც აღწერს ლოგოს გამოყენებას, ფერებს, ფონტებსა და ბრენდის ხმას.
დანერგვა
გადმოგცემთ ყველა საბოლოო ფაილს და გაწვდით რეკომენდაციებს ბრენდის სხვადასხვა პლატფორმაზე დასანერგად.

საქართველოში საქალაქო ბრენდინგის მიმართულებით „რეროს“ გამოცდილების ყველაზე მასშტაბური და სრულიად არაჩვეულებრივი მაგალითი ქალაქი ქუთაისის სრული რებრენდინგია, რომელიც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO Imereti) თანამშრომლობით განხორციელდა. მომსახურების ფარგლებში შეიქმნა ქალაქის სრული სტრატეგიული და ვიზუალური იდენტობა, რაც მოიცავდა ქალაქის ახალი ლოგოს შექმნას, ფერთა პალიტრის განსაზღვრასა და დეტალური ბრენდბუქის მომზადებას. თუმცა, ქუთაისის საქალაქო ბრენდინგისას სტანდარტული მომსახურებით არ შემოვფარგლულვართ. ჩვენმა გუნდა ქუთაისისთვის სრული ციფრული ეკოსისტემა შექმნა – საქალაქო პლატფორმა (Kutaisi.travel) და გამომცემლობა (კულტურა!), სამნაწილიანი თამაში (ოდისეა:საქუთაისო) და გაძლიერებული რეალობის აპლიკაცია (ფანტომები:არაჩვეულებრივი გამოფენა), რომელიც ქუთაისი ცენტრში მდებარე 10 ლოკაციაზე მუშაობს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი ტელეფონის ეკრანიდან იხილოს ქალაქი-მუზეუმი: ქუთაისის ქუჩებში დაათვალიეროს ვანის მუზეუმის არტეფაქტები, ცისფერყანწელტა ტაეპები, პეტრე ოცხელის პერსონაჟები, მფრინავი ობიექტები, უყუროს საკულტო კინოკადრებს და მრავალი სხვა. ამგვარად, “რეროს” ავტორობით შეიქმნა საქალაქო ბრენდინგისა და ეკოსისტემის ჩამოყალიბების უპრეცენტენდენტო მაგალითი, რაც ცხადი დასტურია იმისა, რომ ჩვენს გუნდს ურთულესი პროექტების იდეალურად შესრულება შეუძლია – სოციოლოგიური კვლევიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე. შესაბამისად, “რერო” სწორედ ის უკონკურენტო კომპანიაა, რომელსაც უნდა მიაკითხოთ, თუკი გსურთ, თქვენს ქალაქს თანამედროვე ციფრულ და ფიზიკურ სამყაროში ურყევი და მარადმზარდი ადგილი დაუმკვიდროთ. 

რატომ რერო?

პროდუქტის დიზაინის მომსახურება:საწყისი ფასი:
ბრენდის აუდიტი და კვლევა30,000₾
ვიზუალური იდენტობის პაკეტი65,000₾
ქალაქის სრული ბრენდინგი150,000₾
ბრენდინგის დანერგვა და კამპანია110,000₾

იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაოცარი პორტფოლიოდან

City Of Kutaisi Brand And Logo

ხშირად დასმული კითხვები საქალაქო ბრენდინგის შესახებ:

1) რა არის საქალაქო ბრენდინგი?
საქალაქო ბრენდინგი არის პროცესი, რომლის მიზანია ქალაქის ან რეგიონის უნიკალური იდენტობის შექმნა. ის მოიცავს სტრატეგიის, ისტორიისა და ვიზუალური სისტემის (ლოგო, ფერები) შემუშავებას, რათა ჩამოყალიბდეს მისი აღქმა მოსახლეობაში, ტურისტებსა და ინვესტორებში.
2) შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი ნამუშევარი ქუთაისის ბრენდინგზე?
DMO Imereti-სთან პარტნიორობით, ჩვენ ვუხელმძღვანელეთ ქუთაისის სრულ რებრენდინგს. ჩვენი როლი მოიცავდა ყველაფერს, კვლევიდან საბოლოო პროდუქტამდე, მათ შორის: ახალი ქალაქის ლოგოს შექმნას, ფერთა სისტემას და დეტალურ ბრენდბუქს.
3) რა შედის ბრენდბუქში?
ბრენდბუქი არის დეტალური სახელმძღვანელო, რომელიც უზრუნველყოფს ბრენდის თანმიმდევრულ გამოყენებას. ის მოიცავს ბრენდის სტრატეგიას, ლოგოს გამოყენების წესებს, ოფიციალურ ფერთა პალიტრას, ტიპოგრაფიას და მაგალითებს.
4) რით განსხვავდება საქალაქო ბრენდინგი დესტინაციის მარკეტინგისგან?
საქალაქო ბრენდინგი არის ფუნდამენტური სამუშაო ქალაქის იდენტობის განსაზღვრისთვის. დესტინაციის მარკეტინგი კი ამ ბრენდის აქტიური პოპულარიზაციაა ტურისტების მოსაზიდად. ძლიერი ბრენდი მარკეტინგულ აქტივობებს ბევრად ეფექტურს ხდის.
5) როგორ რთავთ ადგილობრივ მოსახლეობას პროცესში?
ჩვენი პროცესი კოლაბორაციულია. ჩვენ ვატარებთ ვორქშოფებსა და ინტერვიუებს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ადგილობრივ ბიზნესთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა საბოლოო ბრენდი იყოს ავთენტური და ფართოდ მხარდაჭერილი.
6) თქვენ ასევე ქმნით სარეკლამო კამპანიებს ქალაქისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი ფოკუსი ქალაქის ბრენდის სტრატეგიისა და იდენტობის შექმნაა, ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თქვენს გუნდთან საწყისი მარკეტინგული კამპანიის შესამუშავებლად.
7) რა არის ძლიერი ქალაქის ბრენდის მთავარი სარგებელი?
მთავარი სარგებელია გაზრდილი ტურიზმი, ახალი ინვესტიციებისა და ტალანტების მოზიდვა, საზოგადოებრივი სიამაყის გრძნობის გაძლიერება და ერთიანი მესიჯის შექმნა ყველა სარეკლამო აქტივობისთვის.
8) რამდენ ხანს გრძელდება ქალაქის ბრენდინგის პროცესი?
პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქალაქის მასშტაბსა და პროექტის სირთულეზე. როგორც წესი, სრული ციკლი, კვლევიდან ბრენდბუქის ჩაბარებამდე, შეიძლება გაგრძელდეს 6-დან 12 თვემდე.