მარკეტინგი
რეროს მარკეტინგის მომსახურება ბიზნესებსა და ორგანიზაციებს სამიზნე საზოგადოებასთან ეფექტურ ურთიერთობაში ეხმარება. პროდუქტის დიზაინიდან დაწყებული და სრულმასშტაბიანი ციფრული მარკეტინგის კამპანიით დამთავრებული, შემოქმედებით სტრატეგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს ერთმანეთს ისე ვუხამებთ, რომ შედეგად მასშტაბური გამოხმაურება და ბრენდის ზრდა მივიღოთ. რაც კი უნდა გსურდეთ, პროექტის გამოქვეყნებაში დახმარება თუ, საერთოდ, მთელი ქალაქის დაბრენდვა, საჭიროებებზე სრულად მორგებულ, დახვეწილ მომსახურებას გთავაზობთ.
00:
პროდუქტის დიზაინი
დამკვეთთა ახალ იდეებს ხორცს პროდუქტის დიზაინის მომსახურებით ვასხამთ, – ბიზნესს საჭიროებებისა და აზრების თავმოყრაში ისე ვეხმარებით, რომ ბაზარზე განყენებული, კონკურენტული, საზოგადოდ საყურადღებო პროდუქტი ჩაუშვან. რეროს ჯგუფის საქმიანობა მომხმარებლის გამოცდილებაზე, ფუნქციურობასა და ესთეტიკაზე ისე მუშაობაა, რომ არა მხოლოდ მიმზიდველი სახის, არამედ პრაქტიკულად გამოყენებადი ნაწარმი მიიღოთ; კლიენტებთან გულისყურიანი ურთიერთობით იმ ხარისხით ვწვრილმანდებით ხოლმე, რომ წარმოებაში ჩასაშვებად მზა პროდუქტი ჩაგბარდეთ.
01:
ციფრული მარკეტინგი
რეროს ციფრული მარკეტინგის მომსახურება დამკვეთის ონლაინ ცნობადობას სოციალურ არხებში ამტკიცებს. ბრენდის განვითარებისთვის ჩვენი ჯგუფი გამოსაქვეყნებელი მასალების შექმნაზე, აუდიტორიის შერჩევასა და მათი ჩართულობის ზრდაზე მუშაობს Meta (Facebook, Instagram) და Google პლატფორმების გამოყენებით. მოცემული აუთსორს მომსახურება პროფესიონალთა მთელი გუნდის დახმარებას გულისხმობს, თქვენმა ბრენდმა ის ყურადღება რომ მიიპყროს, არსებობისთვის რომ სჭირდება.
02:
საქალაქო ბრენდირება
საქალაქო ბრენდირების მომსახურება ქალაქებისთვის ისეთი იდენტობის შექმნას გულისხმობს, რომელიც მის კულტურულ, ისტორიულ და სამომავლო ხედვას აერთიანებს, საზღვრავს და ამტკიცებს. ქალაქებს ისეთი უნიკალური ბრენდის შემუშავებაში ვეხმარებით სრულყოფილად რომ ეხამება ადგილობრივთა და სტუმართა განწყობა – საჭიროებებს. მხატვრული სახიდან დაწყებული, სტრატეგიული გეგმარებით დამთავრებული, რეროს მომსახურება საზოგადოებრივი სიამაყის ჩამოყალიბებასა და ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას ეძღვნება.