გრაფიკული დიზაინი

რეროს გრაფიკული დიზაინის მიმართულება იდეების მომნუსხველ მხატვრულ გამოცდილებად გარდაქმნას ესაფუძვლება. ციფრულ პლატფორმებზე თუ მატერიალურ გარემოებებში, შთაგონებისა და სიზუსტის შერწყმით, ისეთ დიზაინებს ვქმნით, თქვენი აუდიტორიის მაჯისცემას რომ ეხმიანება და ბრენდის მახასიათებლებს სრულყოფილად წარმოაჩენს. რაც კი უნდა გჭირდებოდეთ, სახასიათო ბრენდული სახე, ციფრული სამომხმარებლო დიზაინი ან, თუნდაც, დახვეწილი სამგანზომილებიანი მოდელები, ჩვენი არტისტების ჯგუფი სახელოვნებო ოსტატობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თანაზიარობით სრულყოფილ და შთამბეჭდავ შედეგს მოგიტანთ.


00:

ბრენდინგი & ლოგო

მოცემული მომსახურების ფარგლებში მტკიცე, სახასიათო მხატვრულ იდენტობას ვაგებთ, გულისყურით შემუშავებული ბრენდინგითა და ლოგოს დიზაინით. დასამახსოვრებელი, სხვებისაგან განყენებული ბრენდის სახის შემუშავებისთვის რერო ახლოს ეცნობა დამკვეთს, შინაარსიანად ურთიერთობს მასთან; ღირებულებითი თანხვედრის უეჭველობისთვის ბოლომდე ირჯება. მხატვრულ დიზაინებს, ლოგოსა და ბრენდის მასალებს კლასიკური, საყოველთაოდ მიღებული ხელსაწყოებით ვქმნით,- Adobe Illustrator, Adobe Photoshop.

Branding and Logo

01:

3D მოდელირება

რეროს სამგანზომილებიანი მოდელირების მომსახურება დამკვეთის წარმოსახვის უზუსტეს, დაწვრილმანებულ, შემოქმედებით ხორცშესხმას გულისხმობს. Blender, Autodesk Maya და 3ds Max პროგრამებით მაღალი ხარისხის 3D მოდელებს ვქმნით მრავალგვარი საჭიროებებისთვის,- პროდუქტის ვიზუალიზაციით დაწყებული და  არქიტექტურული რენდერებით დასრულებული. ამ მომსახურების შედეგები, თითოეული პროდუქტი სრულად ერგება როგორც ციფრულ მოხმარებას, ასევე ფიზიკურ, მატერიალურ გამოყენებასაც.

3D modeling

03:

ციფრული ხელოვნება

ჩვენი ციფრული პოსტერები და ილუსტრაციები საყოველთაო ყურადღების საგანია ხოლმე,- სათქმელს, მუდმივად, შთამბეჭდავი მხატვრული სახით გადმოსცემს. სარეკლამო მასალებით დაწყებული და სახელოვნებო ოსტატობის ფერწერით დასრულებული, თანამედროვე ხელსაწყოებით ისეთ პოსტერებს ვქმნით, ერთმნიშვნელოვნად თვალშისაცემი რომაა სოციალური არხებისთვის, ვებსაიტებისთვისა და მარკეტინგული კამპანიებისთვის. რერო ყოველთვის მოახერხებს ვეება ციფრულ სამყაროში გამოკვეთილად, მაღალკულტურულად, ყველაზე ცხადად რომ ჩანდეთ.

Digital Art

03:

საბეჭდი მასალების დიზაინი

Print Design

ბიზნესების ფიზიკური სარეკლამო საჭიროებებისთვის, სავიზიტო ბარათებიდან – ბილბორდებამდე, ყოველგვარი საბეჭდი მასალის დიზაინი შეგვიძლია. დაწვრილმანებით, დიდი ყურადღებით, მარკეტინგის მეცნიერების თავისთავადობით შექმნილი პოლიგრაფიული ნამუშევრები სრულად ემსახურება თქვენი იდეებისა და განზრახვების მომხმარებლამდე სრულყოფილად, ეფექტურად მიტანას. თითოეული რეროს ნაწარმი ნებისმიერ ფორმატს მორგებული, ბეჭდვისათვის მზა და ტექნიკურად გამართულია.

Print material design

შეგვეხმიანე!