fbpx
ო’რერო, რანინა

მობილური აპლიკაციის შექმნა

“რერო” მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი კომპლექსურობის, პროფესიონალური მობილური აპლიკაციის დამზადებას. ჩვენი შექმნილი მობილური აპლიკაციები არის მარტივი, მოსახერხებელი და რაც მთავარია – ესთეტიური. ჩვენი მიზანია შევქმნათ არა მხოლოდ ფუნქციურად გამართული, არამედ ვიზუალურად დახვეწილი, უნიკალური აპლიკაცია.

mobile 1 1

მუშაობის მიმდინარეობა:

  • ზოგადი ფუნქციონალისა და დიზაინის განხილვა
  • პირვანდელი დიზაინის შერჩევა აპლიკაციისთვის: ფერთა პალეტის განსაზღვრა, აპლიკაციის ვიზუალური იდენტობის დადგენა. ამის შემდეგ კლიენტთან მიღებული შედეგის წარდგენა და შეთანხმება
  • ფუნქციონალის დანერგვა
  • სასურველი დიზაინის დახვეწა, დასრულება, ინტეგრირება აპლიკაციის უკვე შექმნილ ფუნქციონალთან

მუშაობის დრო

მუშაობის დრო დამოკიდებულია მობილური აპლიკაციის სისტემის მრავალფეროვნებასა და ცალკეული ფუნქციების კომპლექსურობაზე. დეველოპინგის პროცესი ძირითადად მერყობს 2-4 თვის შუალედში. პროექტზე მუშაობისას “რეროს” დეველოპერები ყოველთვის ხელმისაწვდომნი არიან კლიენტებისათვის და შესაბამისად, დამკვეთს ნებისმიერ დროს აქვს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა და სტადიის შესახებ.

დანერგილი ტექნოლოგია

აპლიკაციის დასამზადებლად თანამედროვე ციფრულ ინდუსტრიაში გამოცდილ, გავრცელებულ მეთოდებსა და პროგრამირების ენებს ვიყენებთ.

React Native

უსწრაფესი შედეგებისთვის რერო იყენებს React Native-ს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სრულყოფილი აპლიკაცია Android-სა და IOS-ზე. ამის გარდა, ნახსენები პროგრამირების ენა ნამუშევარს მომენტალურად, ლაივ რეჟიმში აჩვენებს, რაც დეველოპერისთვის ნიშნავს ნაკლებ დროის დაკარგვას პროდუქტის ტესტირებაში. ყველა ინდუსტრიაში საკვანძო ელემენტები სისწრაფე და ეფექტურობაა; React Native სწორედ ამ მიზნისთვისაა შექმნილი და მისი გამოყენება აპლიკაციების დასამზადებლად თანამედროვე ციფრულ ინდუსტრიაში სტანდარტია. ამასთანავე, ნახსენები პროგრამირების ენისთვის შექმნილი მონაცემთა ბაზები არაა გაყოფილი IOS და Android ოპერაციულ სისტემად, რისი წყალობითაც მონაცემთა შენახვის ფასი ნახევრდება. უნდა ითქვას, რომ React Native-ში დამზადებული აპლიკაციისთვის შედარებით მარტივი და მოსახერხებელია გარე აპლიკაციებისა თუ სერვისების დამატება, რაც ჩვენს კლიენტებს საქმეს საგრძნობლად გაუმარტივებს პროექტის დასრულების შემდეგაც კი.

SEO

საიტის ხელმისაწვდომობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ის მარტივად იძებნებოდეს მომხმარებლებისთვის. გამართული SEO ვებ გვერდს საძიებო სისტემის დაბრუნებულ ჩამონათვალში მოწინავე რიგში აჩვენებს. შესაბამისად, ბიზნესისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროდუქციის/სერვისის მოძიებისას კომპანია კონკურენტებზე უფრო მაღლა გამოჩნდეს. კარგი SEO ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ციფრულ მარკეტინგში. რა თქმა უნდა, შექმნილი აპლიკაცია პირველი იქნება ძებნის შედეგად მიღებულ აპლიკაციებს შორის Play Store-ზე, App Store-ზე და სხვა პლათფორმებზე. ყველაფერი ზემოხსენებული დროთა განმავლობაში აპლიკაციას ნაცნობსა და სანდოს გახდის რიგითი მომხმარებელისათვის.

CMS

აპლიკაციის არქიტექტურის შემუშავებისა და პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ კლიენტს საკუთარ აპლიკაციაში მარტივად შეეძლოს ცვლილებების შეტანა. ჩვენ დამქირავებლებს ვუბრუნებთ მარტივად შეცვლად გარემოს, სადაც მინიმალური ცოდნაც საკმარისი იქნება, რათა კლიენტმა მოახერხოს აპლიკაციის ხარისხიანად რედაქტირება. ამასთანავე, “რერო” კლიენტებს სთავაზობს მცირე ტრენინგებს, სადაც დამქირავებლებს ვასწავლით, თუ როგორ უნდა შეიტანონ სასურველი ცვლილება პროდუქტის დიზაინში და დაამატონ/ამოიღონ კონკრეტული პროდუქტი ან ელემენტი.

მობილური თამაშები

“რეროში” ვქმნით არა მხოლოდ მობილური აპლიკაციების დიზაინს, არამედ მობილურ თამაშებსაც. რადგან ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულება თამაშების დეველოპინგია, ამ სფეროში გვაქვს ყველაზე დიდი გამოცდილება. “რეროს” შექმნილი მობილური თამაშები ორიენტირებულია ესთეტიურ მახასიათებელსა და ბრენდთან თანხვედრილ პრეზენტაციაზე, – ჩვენი მიზანია მაქსიმალურად წარმოვადგინოთ ბრენდის არსი სახალისო და საინტერესო თამაშით. მობილური თამაშის დეველოპინგის დროცა და ფასიც განსხვავდება სტანდარტული აპლიკაციისაგან და დამოკიდებულია პროექტის კომპლექსურობაზე.

Untitled 1

რეროს პროგრამული მომსახურება უნიკალურია

ადაპტირებული

ნებისმიერი ცვლილებისადმი მორგებული, გადაკეთებადი კოდი.

ხელშემწყობი

დამზადებული პროდუქტის გამოყენება – შენარჩუნებაში მუდმივი, სწრაფი დახმარება.

უსაფრთხო

საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს მორგებული.

გეგმაზომიერი

პროექტები ყოველთვის ბარდება წინასწარ დათქმულ დროის ვადებში ან
უფრო ადრე.

თანამშრომლობისთვის

დაგვიკავშირდი