fbpx
ო’რერო, რანინა

ვებსაიტის დამზადება

“რერო” ამზადებს ნებისმიერი ფორმატის პროფესიონალურ ვებსაიტებს. ჩვენ ვქმნით უნიკალურ, განსხვავებულ ვებგვერდებს, რომლებიც გამოირჩევა სახელოვნებო, ესთეტიური ღირებულებით. “რეროს” ციფრული ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებით კომპლექსური ვებ-აპლიკაციების დამზადების ვეება გამოცდილება აქვს.

ვებსაიტის დამზადება

ფასი

ჩვენთან ვებსაიტის დამზადების ფასი განისაზღვრება სასურველი საიტის კომპლექსურობით. ზოგადი წარმოდგენისთვის:

ბლოგ საიტი2500 ლარიდან
ორგანიზაციის გაცნობითი საიტი2500 ლარიდან
კორპორაციული ვებსაიტი3000 ლარიდან
პროდუქციის კატალოგი3500 ლარიდან
ონლაინ მაღაზია4000 ლარიდან

მუშაობის მიმდინარეობა:

  • ზოგადი მახასიათებლებისა და დიზაინის განხილვა
  • საიტის ვიზუალური იდენტობის დადგენა, კლიენტთან მიღებული შედეგის წარდგენა და შეთანხმება
  • შერჩეული მახასიათებლების დანერგვა
  • სასურველი დიზაინის დახვეწა, დასრულება, ინტეგრირება საიტის ფუნქციონალთან

მუშაობის დრო

მუშაობის დრო დამოკიდებულია ვებსაიტის მახასიათებლების სირთულესა და ტიპზე. აგების ხანგრძლივობა არასდროს აღემატება 30 დღეს. ვებსაიტის დამზადებისას “რეროს” დეველოპერები ყოველთვის ხელმისაწვდომნი არიან კლიენტებისათვის და შესაბამისად, დამკვეთს ნებისმიერ დროს აქვს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

დანერგილი ტექნოლოგია

ვებსაიტის დამზადებისთვის რეროში ვიყენებთ თანამედროვე ციფრულ ინდუსტრიაში ყველაზე გავრცელებულ, სწრაფ და ხარისხიან მეთოდებს:

Low-Code

კლასიკური საიტების დასამზადებლად ყველაზე ეფექტური და იაფი შესაძლებლობა ვებსაიტის WordPress – ის ძრავზე აგებაა. წინასწარ გამზადებული, ძრავში ჩაშენებული ფუნქციების გამო, ასეთი ვებგვერდები მაქსიმალურად წარმადია და შესაბამისად, განსაკუთრებულად ადვილია სასურველი დიზაინის ვებსაიტის დამზადება უმოკლეს დროში. WordPress – ის ძრავი მორგებულია თანამედროვე სისტემებს და მასზე შექმნილი საიტები უფრო სტაბილურია, – ყველაზე მეტად ადაპტირებადია განახლებებთან. საგულისხმოა, რომ ასეთ ვებგვერდებში მაქსიმალურად სწრაფადაა კლიენტის მოთხოვნილი ცვლილების შეტანა შესაძლებელი.

SEO (Search Engine Optimization)

საიტის ხელმისაწვდომობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ის მარტივად იძებნებოდეს მომხმარებლებისთვის. გამართული SEO ვებგვერდს საძიებო სისტემის დაბრუნებულ ჩამონათვალში მოწინავე რიგში აჩვენებს. შესაბამისად, ბიზნესისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროდუქციის/სერვისის მოძიებისას კომპანია კონკურენტებზე უფრო მაღლა გამოჩნდეს. კარგი SEO ყველაზე არსებით ელემენტია ციფრულ მარკეტინგში.

CMS

ვებსაიტის არქიტექტურის შემუშავებისა და პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ კლიენტს საკუთარ საიტში მარტივად შეეძლოს ცვლილებების შეტანა. ჩვენ დამქირავებლებს ვუბრუნებთ მარტივად შეცვლად საიტის გარემოს, სადაც მინიმალური ცოდნაც საკმარისი იქნება, რათა კლიენტმა მოახერხოს ვებსაიტის ხარისხიანად რედაქტირება. ამასთანავე, “რერო” კლიენტებს სთავაზობს მცირე ტრენინგებს, სადაც დამქირავებლებს ვასწავლით, თუ როგორ უნდა შეიტანონ სასურველი ცვლილება საიტის დიზაინში და დაამატონ/ამოიღონ კონკრეტული პროდუქტი ან ელემენტი.

Responsivity

მნიშვნელოვანია, რომ საიტი საუკეთესოდ გამოიყურებოდეს არა მხოლოდ კომპიუტერის ეკრანზე, არამედ ტელეფონსა და ტაბლეტებზეც. მოწყობილობის ეკრანების განსხვავებული ზომების გამო, საჭიროა ამ მოცემულობის ცალკე გათვალისწინება, რათა ვებსაიტზე განლაგებული ობიექტები ყველა მოწყობილობაზე გამართულად და ესთეტიურად გამოჩნდეს.

ჰოსტინგი

ვებსაიტის არსებობისა და საჯარო ხელმისაწვდომობისთვის საჭიროა მისი სერვერზე ჩატვირთვა და გამოქვეყნება. მნიშნელოვანია სერვერის მონაცემებიც,- საიტის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის სერვერი უნდა იყოს სწრაფი, ჰქონდეს დიდი მეხსიერება და წარმადობა. “რერო” კლიენტებს ვებსაიტების დამზადებასთან ერთად მათ საკუთარ სერვერებზე განთავსებასა და გაშვებასაც სთავაზობს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სწრაფი, ეფექტური და სტაბილური საიტების გამოქვეყნებას. ასევე, ჰოსტინგ პაკეტს მოყვება პროფესიონალური ელექტრონული ფოსტა, რომლის მისამართიც ვებ გვერდის მისამართს ემთხვევა (მაგ. info@mysite.com).

Untitled 1

რეროს პროგრამული მომსახურება უნიკალურია

ადაპტირებული

ნებისმიერი ცვლილებისადმი მორგებული, გადაკეთებადი კოდი.

ხელშემწყობი

დამზადებული პროდუქტის გამოყენება – შენარჩუნებაში მუდმივი, სწრაფი დახმარება.

უსაფრთხო

საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს მორგებული.

გეგმაზომიერი

პროექტები ყოველთვის ბარდება წინასწარ დათქმულ დროის ვადებში ან
უფრო ადრე.

თანამშრომლობისთვის

დაგვიკავშირდი