პირველი ქართული თხზულება – თამაში Android მოწყობილობებისთვის.
Spacy სატელეფონო თხზულება თამაშია, რომელიც სტუდია “რეროს” პირველი პროექტი იყო. აქ მოთამაშე ღია კოსმოსში მოლივლივე რაკეტას მართავს და მრავალფეროვანი ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობს დაბრკოლებების არიდებას. თამაშის სამოქმედო შინაარსი ასტეროიდებთან შეუჯახებლად რაც შეიძლება დიდი მანძილის გავლაა. განსაზღვრული ქულების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშისათვის Spacy – სთვის შექმნილი თხზულების ახალი გვერდი ეძლევა.
თხზულება კლასიკური პოსტ-მოდერნული ნაწარმოებია,- მაგიური რეალიზმისა და პატაფიზიკის მიმდინარეობაში დაწერილი.
საგულისხმოა, რომ ყურადღებით შერჩეული ფერთა პალიტრით შექმნილი ციური სხეულების გარდა, თამაშის მყუდრო ატმოსფეროს არსებობის უეჭველობისთვის, Spacy – ს უშუალოდ მისთვის შექმნილი ორიგინალური მუსიკალური კომპოზიცია აფორმებს.
იპოვნე Play Store -ში
Spacy – ის დეტალური აღწერის & ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა და, რაც მთავარია, გადმოწერა Google Play Store – ზეა შესაძელებელი.
ჟურნალი “თორმეტი” Spacy – ის შესახებ
პოსტერები Spacy – ს
სარეკლამო კამპანიიდან
თანამშრომლობისთვის