ციფრული ხელოვნება
რეროს ციფრული ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის სერვისი თქვენს წარმოსახვასა და მარკეტინგულ მიზნებს მაქსიმალურად ეფექტურ ვიზუალურ ენაზე თარგმნის. მოგეხსენებათ, გრაფიკული დიზაინის სერვისი, თანამედროვე ბიზნესისთვის, არის აუცილებელი საჭიროება. ნებისმიერი ციფრული აქტივობა, ანდაც ფიზიკური რეკლამა, ყურადღების მისაქცევად, თანდართულ, გამორჩეულ გამოსახულებას მოითხოვს. ვქმნით უნიკალურ ციფრულ ილუსტრაციებს ნებისმიერი საჭიროებისთვის, ჩვენთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული სტილით. იქნება ეს სოციალური მედიის პოსტერები, სარეკლამო ბანერების, ბილბორდების გრაფიკა თუ ალბომის, წიგნის უნიკალური გარეკანი. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთი ვიზუალის შექმნაზე, რომელიც ზრდის ბრენდის ცნობადობას და მომხმარებლის ჩართულობას. საბოლოო პროდუქტი მზადდება მაღალი სტანდარტებით, როგორც ციფრული გამოყენებისთვის, ისე პროფესიონალური ბეჭდვისთვის.
ციფრული დიზაინის სამუშაო პროცესი:
რერო არის გუნდი, რომელიც აერთიანებს შემოქმედებით გრაფიკულ დიზაინსა და პრაგმატულ მარკეტინგულ მიდგომებს. განსაკუთრებული სტილი და ოსტატობა უზრუნველყოფს, თითოეული ნამუშევრის გამორჩეულობასა და თვალშისაცემობას. შეგვიძლია, როგორც ნულიდან დაწყება, იდეისა და დიზაინის განსაზღვრით, ასევე, თქვენს აწყობილ პირველად დიზაინზე მუშაობა. რეროს გამოცდილი გუნდი არის საწინდარი იმისა, რომ იქნება ეს პროდუქტის გარეკანი, ციფრული პოსტერი თუ სარეკლამო ბანერის გრაფიკა, შესრულდეს გამჭვირვალედ და უმაღლესი ხარისხით.
რატომ რერო?

| ციფრული ხელოვნების ტიპები: | საწყისი ფასი: |
| სოცმედიის პოსტერი | 200₾ |
| ტიპოგრაფიული პოსტერი | 400₾ |
| კომპლექსური ციფრული ილუსტრაცია | 800₾ |
| სარეკლამო ბანერების პაკეტი | 1500₾ |
იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაოცარი პორტფოლიოდან









