მობილური
აპლიკაციის დამზადება
“რერო” ქმნის თანამედროვე, მოქნილ და ინოვაციურ მობილურ აპლიკაციებს როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესების, ისე სტარტაპებისათვის. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს აპლიკაციის სრულ დეველოპმენტს: აპლიკაციის დიზაინი, აპლიკაციის დამზადება, ტესტირება და გამოქვეყნება Android და iOS სისტემებისთვის. “რეროში” აპლიკაციის შექმნისთვის ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, მათ შორის Flutter, React Native და Angular, რათა მივიღოთ სწრაფად მომუშავე, სტაბილური და მარტივად სამართავი ციფრული პროდუქტი. თითოეული აპლიკაცია იქმნება მომხმარებელზე სრულყოფილად მორგებული ფუნქციონალით, თანამედროვე UI/UX დიზაინითა და SEO ოპტიმიზაციით. ჩვენი გუნდი ქმნის ხელოვნური ინტელექტის (AI) მქონე აპლიკაციებსაც, რომელთაც რთული ამოცანების ამოხსნა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია შეუძლიათ.
მობილური აპლიკაციის დამზადების პროცესი:
„რეროსთან“ თანამშრომლობა ნიშნავს პროფესიონალთა გუნდის არჩევას, რომელიც თანაბარი წარმატებით უზრუნველყოფს როგორც Native (Android & iOS), ისე Cross-platform მობილური აპლიკაციების შექმნას. ჩვენ მუშაობისას ვიყენებთ ისეთ წამყვან ტექნოლოგიებს, როგორიცაა Flutter და React Native; უპირატესობას კი სისტემურ სტაბილურობას, სისწრაფესა და დახვეწილ ვიზუალურ მხარეს ვანიჭებთ. ჩვენი მიზანია ტექნოლოგიური სრულყოფილებისა და სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილების (UX) ერთიან ციფრულ პროდუქტში გაერთიანება. „რეროში“ თითოეული პროექტი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად იქმნება, რაც საბოლოო პროდუქტს თქვენი ბიზნესის განვითარების მყარ ინსტრუმენტად აქცევს.
რატომ რერო?

| აპლიკაციის ტიპები: | საწყისი ფასი: |
| საინფორმაციო აპლიკაცია | 30,000₾ |
| კორპორატიული აპლიკაცია | 70,000₾ |
| ელექტრონული კომერცია | 100,000₾ |
| კერძო ფუნქციონალის აპლიკაცია | 250,000₾ |
იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაოცარი პორტფოლიოდან
„რერომ“ ქალაქ ქუთაისის მთავარი ვებპლატფორმა და აპლიკაცია შექმნა, რომელიც უნიკალური მხატვრული მხარითა და ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დამზადებული აპლიკაცია მოიცავს ღონისძიებათა ინტერაქტიულ კალენდარს, კომპანიების საინფორმაციო გვერდებს, ობიექტთა შეფასების სისტემას, იმერეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობათა უნიკალურ ბაზას, სატრანსპორტო განრიგს, სიახლეების ველსა და ჩაშენებულ ციფრული გამომცემლობას. მოცემული პროექტი ხაზს უსვამს ჩვენს გამოცდილებას ნებიმსიერი სირთულის აპლიკაციის დამზადების მომსახურების მოწოდებაში.




