ელექტრონული კომერცია
„რერო“ ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც შესაბამის ბიზნესებს ელექტრონული კომერციის მომსახურებასა და მის სრულ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას სთავაზობს. მომსახურებისას, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალტექნოლოგიური ონლაინ მაღაზიის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სისტემურ სტაბილურობასა და ონლაინ გაყიდვების ზრდას. „რერო” გთავაზობთ ელექტრონული კომერციის თქვენზე მორგებულ მომსახურებას – როგორც ონლაინ მაღაზიათა დამზადებას ნულიდან, ისე მათ შექმნას ისეთ სისტემებზე, როგორიცაა Shopify და WooCommerce. ჩვენი დამზადებული ელექტრონული კომერციის პროდუქტები მუშაობს როგორც ადგილობრივ (საქართველოსა და თიბისი ბანკის გადახდის სისტემა), ისე საერთაშორისო (Stripe, Paypal) თანამედროვე გადახდის სისტემებზე, სრულად ადაპტირებულია მობილურით სარგებლობისა და მარაგების მარტივად მართვისათვის.
ელექტრონული კომერციის დანერგვის პროცესი:
„რეროსთან“ პარტნიორობა ნიშნავს პროფესიონალური ელექტრონული კომერციის ინტეგრაციასა და ფუნქციურად სრულყოფილი ონლაინ მაღაზიების შექმნას თქვენი ბიზნესისათვის. ჩვენი გუნდი ამზადებს სწრაფად მომუშავე, უსაფრთხო და ინოვაციურ პლატფორმებს; “რეროს” მიერ შექმნილი ონლაინ მაღაზიები საქართველოში ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებასა და გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფს. ჩვენ გვირჩევენ ის ბიზნესები, რომლებიც აფასებენ ხარისხს და ორიენტირებულნი არიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე. ჩვენი გამოცდილება კი საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი სირთულის იდეა მომგებიან ციფრულ პროდუქტად ვაქციოთ და თქვენს ბიზნესს ბაზარზე მყარი ადგილი დავუმკვიდროთ.
რატომ რერო?

| ელექტრონული კომერციის ტიპი: | საწყისი ფასი: |
| გადახდის სისტემის ინტეგრაცია | 8,000₾ |
| სტანდარტული ე-კომერს საიტი | 30,000₾ |
| მორგებული E-commerce პლატფორმა | 80,000₾ |
| მრავალგამყიდველიანი პლატფორმა | 200,000₾ |
იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაიოცარი პორტფოლიოდან




