პროგრამული უზრუნველყოფა
რერო დაოსტატებულია ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაში, სიახლეებსა და წარმადობას რომ ეფუძნება. ჩვენი შრომა მტკიცე, მასშტაბირებადი, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის საწინდარია,- იქნება ეს ვებსაიტები, მობილური აპლიკაციები თუ კერძო საჭიროებას მორგებული პროგრამები,- რომლებიც ციფრული სამყაროს სახასიათო, ბიზნესისათვის მარადმზარდ მოთხოვნებს ერგება.
00:
ვებსაიტები
მოცემული მომსახურება მოიცავს ორივე არსებით სახეს,- კოდზე დაფუძნებულ და WordPress ვებსაიტებსაც. როდესაც ვებსაიტი სრულად პროგრამულად იქმნება, ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ ქარგებს ვიყენებთ, მაღალი წარმადობისა და უსაფრთხოების უეჭველობის გარდა, დამკვეთის ნებისმიერი საჭიროების ხორცშესხმა რომ შევძლოთ. WordPress – ის შემთხვევაში მოქნილ, მასშტაბირებად ვებსაიტებს ვაწყობთ, ჩვენივე შემუშავებული თემებითა და პლაგინებით, რაც პროექტის სწრაფი, დაბალბიუჯეტიანი გამოქვეყნებისა და შემდგომში, მარტივი მოხმარების საწინდარია.
01:
მობილური აპლიკაციები
ჩვენი მობილური აპლიკაციების დამზადების მომსახურება მორგებულია ორივე პლატფორმას, Android – საც და IOS – საც, რისთვისაც ისეთ ტექნოლოგიებს ვიყენებთ, როგორიცაა Flutter და React Native. კონკრეტული პლატფორმის გამორჩევის შემთხვევაში ვმუშაობთ Swift (IOS) – სა და Kotlin (Android) – ზე. მობილური აპლიკაციის ნებისმიერი დანიშნულებისათვის, იქნება ეს ბიზნესის საიმიჯოდ თუ კორპორაციული საჭიროებისათვის, ისეთ პროდუქტს ვქმნით გამართული ფუნქციონალი, მომხმარებელზე მორგებული დიზაინი რომ აქვს და დამკვეთის არსებულ სისტემებს სრულყოფილად ეხამება.
02:
კერძო პროგრამირება
კერძო პროგრამირების მომსახურება ბიზნესთა მარადმზარდი და უნიკალური საჭიროებებისთვისაა. Python, Java, .NET და C++ ენების მეშვეობით, პროგრამებს სულ მთლად საწყისებიდან ვქმნით; ისინი ფიზიკურ საქმიანობათა ტექნოლოგიური გარდამავლობისთვის, სამუშაოში მეტი ნაყოფიერებისა და გაზომვადი განვითარებისთვის გამოგადგებათ. ბაზარზე კონკურენტულობის შესანარჩუნებლად, შიდა სამუშაო პროგრამული ხელსაწყოებით დაწყებული და სრულმასშტაბიანი მოხმარების პროგრამებით დამთავრებული, თქვენთვის ნებისმიერი სირთულის პროდუქტს ვამზადებთ.
03:
ელექტრონული კომერცია
ელექტრონული კომერციის მომსახურება სრულმასშტაბიანი ონლაინ მაღაზიების დამზადებას გულისხმობს, რისთვისაც WooCommerce (WordPress) და Shopify პლატფორმებს, ანდაც თანამედროვე პროგრამული ქარგებით შექმნილ ჩვენივე ტექნოლოგიებს ვიყენებთ. მომსახურების არსი უსაფრთხო, მასშტაბირებადი და წარმადი ელექტრონული კომერციის ვებსაიტების შექმნაა, რომლებიც მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს, ხოლო მფლობელს – ნაწარმის მარტივად სამართავ, მოსახერხებელ სისტემას.