მობილური თამაშების შექმნა

„რერო“ გთავაზობთ მობილური თამაშების შექმნის სრულ მომსახურებას – საწყისი კონცეფციიდან საბოლოო პროდუქტამდე. ჩვენი გუნდი თამაშების შექმნისას ისეთ წამყვან ძრავებს იყენებს, როგორიცაა იუნითი (Unity) და Unreal Engine, რაც მაღალი ხარისხის, ოპტიმიზებული და ვიზუალურად შთამბეჭდავი პროდუქტის შექმნის საფუძველია. მომსახურება მოიცავს როგორც 2D და 3D გრაფიკის დამუშავებას, ისე პერსონაჟების დიზაინის, ანიმაციისა და სრულყოფილი თამაშის მექანიკის შექმნას. ჩვენ ვმუშაობთ როგორც მარტივ, გასართობ პროექტებზე, ისე კომპლექსურ, მრავალფუნქციურ თამაშებზე iOS და Android პლატფორმებისთვის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით.

მობილური თამაშის შექმნის პროცესი:

კონცეფცია
განვსაზღვრავთ თამაშის ძირითად კონცეფციას, მექანიკას და ვირჩევთ ტექნოლოგიას (იუნითი/Unreal).
წარმოება
ჩვენი გუნდი ქმნის თამაშის 2D/3D გრაფიკას, წერს კოდს და აწყობს თამაშის დიზაინს.
ტესტირება
ვატარებთ დეტალურ ტესტირებას სხვადასხვა iOS და Android მოწყობილობაზე, რათა ვუზრუნველყოთ სტაბილურობა.
გამოქვეყნება
ვმართავთ App Store-სა და Google Play-ზე ატვირთვის პროცესს და გთავაზობთ მხარდაჭერას გამოქვეყნების შემდეგ.

„რეროს“, როგორც თამაშების დეველოპერის, პროფესიონალიზმი ჩვენი ნამუშევრების საერთაშორისო აღიარებით დასტურდება. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი ქართული თამაში Odyssey: Sakutaiso – 2024 წელს, პირველად კავკასიაში, CEEGA-ზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოება) მოხვდა და საუკეთესო მობილური თამაშის კატეგორიაში მეორე ადგილიც დაიკავა. 2025 წელს კი Odyssey: Sakutaiso BLON-ის ფესტივალზე, თამაშების დაჯილდოვების, AWARE games Award-ის, ფინალისტად ნომინირდა. მთელი ამ გამოცდილების გამოისობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ “რეროს” გუნდს შეუძლია ნებისმიერი სირთულის იდეა წარმატებულ ციფრულ პროდუქტად აქციოს – შექმნას საერთაშორისო კონკურენციაზე გათვლილი თამაში, რომელიც გარანტირებულად დააინტერესებს მომხმარებელსა და დარგის პროფესიონალებს მსოფლიო მასშტაბით. სწორედ ამიტომ, თუკი თამაშის იდეა გაქვს, მის განსახორციელებად, “რეროს” უნდა მიაკითხო.

რატომ რერო?

სატელეფონო თამაშების ტიპები:საწყისი ფასი:
თამაშის პროტოტიპი30,000₾
2D მარტივი თამაში100,000₾
3D ინდი თამაში250,000₾
ონლაინ მრავალმოთამაშიანი თამაში სერვისი500,000₾

იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაოცარი პორტფოლიოდან

Odyssey Sakutaiso Mobile Game

(FAQ) ხშირად დასმული კითხვები მობილური თამაშების შესახებ:

1) რა ტიპის მობილური თამაშების შექმნის სერვისს გვთავაზობთ?
ჩვენ ვართ სრული ციკლის დეველოპერული კომპანია, რომელიც გთავაზობთ ყველაფერს, კონცეფციის დიზაინიდან დაწყებული, თამაშის შექმნით, ტესტირებით და გაშვების შემდგომი მხარდაჭერით დამთავრებული.
2) რომელ ძრავებს იყენებთ თამაშებისთვის?
ჩვენი მთავარი ექსპერტიზა ინდუსტრიის წამყვან პლატფორმებს მოიცავს. ჩვენ სპეციალიზებული ვართ Unity-ზე, რომელიც იდეალურია კროს-პლატფორმული თამაშებისთვის და Unreal Engine-ზე, რომელიც მაღალი დონის 3D გრაფიკას უზრუნველყოფს.
3) რა ღირს მობილური თამაშის შექმნა?
ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება სირთულის მიხედვით. სერვისი მოიცავს როგორც მარტივი 2D თამაშის, ასევე კომპლექსური 3D თამაშის შექმნას. კონკრეტულს ფასს პროექტის დეტალური განხილვის შემდეგ შემოგთავაზებთ.
4) შეგიძლიათ დამეხმაროთ თამაშის მონეტიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში?
რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება სხვადასხვა მონეტიზაციის მოდელებში, როგორიცაა აპლიკაციის შიდა შესყიდვები (In-App Purchases), რეკლამები და ფასიანი ვერსიები. ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ საუკეთესო სტრატეგია თქვენი თამაშისთვის.
5) თავად ქმნით თუ არა თამაშის გრაფიკას?
დიახ. ჩვენი სერვისი მოიცავს ყველა საჭირო ვიზუალური მასალის შექმნას. ჩვენ გვყავს ნიჭიერი არტისტები, რომლებიც სპეციალიზდებიან როგორც 2D, ასევე 3D გრაფიკაზე, მათ შორის პერსონაჟებზე, გარემოსა და UI/UX ელემენტებზე.
6) შეგიძლიათ შექმნათ თამაში როგორც iOS-ისთვის, ასევე Android-ისთვის?
რა თქმა უნდა. ჩვენ ვიყენებთ კროს-პლატფორმულ ძრავებს, როგორიცაა იუნითი, რათა თქვენი თამაში უპრობლემოდ იმუშაოს როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე. ეს მიდგომა ზრდის თქვენი თამაშის ხელმისაწვდომობას.
7) ქმნით თუ არა ქართულ თამაშებს?
დიახ, ჩვენ გვაქვს ქართული თამაშების შექმნის გამოცდილება. ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, Odyssey: Sakutaiso, სწორედ ასეთია და მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.
8) გთავაზობთ თუ არა მხარდაჭერას თამაშის გაშვების შემდეგ?
დიახ, ჩვენ გთავაზობთ გამოქვეყნების შემდგომ მხარდაჭერას, რაც მოიცავს თამაშის განახლებებს, ბაგების გასწორებას, ახალი კონტენტის დამატებასა და სერვერების მართვას. ეს უზრუნველყოფს თამაშის გრძელვადიან წარმატებას.