product design

პროდუქტის დიზაინის სერვისი

მხოლოდ იდეა და წარმოსახვა პროდუქტი არ არის. აუცილებელია ფიზიკური ფორმის მიცემა, რომელსაც არამარტო თქვენ, არამედ მომხმარებელიც დაინახავს. დამკვეთთა ახალ იდეებს ხორცს პროდუქტის დიზაინის მომსახურებით ვასხამთ, – ბიზნესს საჭიროებებისა და აზრების თავმოყრაში ისე ვეხმარებით, რომ ბაზარზე განყენებული, კონკურენტული, საზოგადოდ საყურადღებო პროდუქტი ჩაუშვან. ჩვენი დიზაინის პროცესს ღრმად აქვს ფესვები გადგმული შემოქმედებითობაში, რაც თქვენს პროდუქტს ორიგინალურსა და თვალშისაცემს ხდის ბაზარზე. ინდუსტრიის სტანტარტი ინსტრუმენტების, როგორებიცაა: Figma, Sketch, Adobe XD და SolidWorks ის გამოყენებით ვქმნით დიზაინებს, რომლებიც ჰარმონიულად აერთიანებს ესთეტიკასა და პრაქტიკულობას. იქნება ეს პროდუქტის მხოლოდ იდეა თუ უკვე არსებული დიზაინი, ჩვენი გუნდი მზადაა შექმნას და გააუმჯობესოს თქვენი პროდუქცია.

პროდუქტის დიზაინის გამოყენებია

რეროს პროდუქტის დიზაინის სერვისები მრავალ ინდუსტრიასა და მიზანს ემსახურება. აი, როგორ შეგვიძლია თქვენი პროექტების მხარდაჭერა:

ციფრული პროდუქტები

ჩვენ ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ ინტერფეისებსა და დიზაინს ციფრული პროდუქტებისთვის, როგორიცაა მობილური აპლიკაციები, ვებსაიტები და SaaS პლატფორმები. განსაკუთრებულად ვამახვილებთ ყურადღებას მის გამოყენებადობაზე, მასშტაბურობასა და ესთეტიკაზე.

ფიზიკური პროდუქტები

მომხმარებლის ელექტრონიკიდან ინდუსტრიულ ხელსაწყოებამდე, ჩვენ ვქმნით ფიზიკური პროდუქტების დიზაინს, რომლებიც აერთიანებს ფუნქციონალურობასა და წარმოების სიმარტივეს, ინარჩუნებს დახვეწილ იერსახეს.

პროტოტიპირება და ტესტირება

ჩვენ ვქმნით დეტალურ პროტოტიპებს, რომლებიც ამოწმებენ დიზაინის კონცეფციებს და აგროვებენ მომხმარებლის უკუკავშირს, რაც უზრუნველყოფს, რომ საბოლოო პროდუქტი სრულად შეესაბამება მოლოდინებს წარმოებაში გადასვლამდე.

ბრენდთან თავსებადობა

ჩვენი დიზაინები სრულად ინტეგრირებულია თქვენს ბრენდის იდენტობასთან, ერთიანობისა და ამოცნობადობის შესანარჩუნებლად.

Tools and Techniques

ჩვენი გამოცდილი გუნდი სერვისის მოსაწოდებლად მოიხმარს ისეთ გავრცელებულ ისტრუმენტებსა და ტექნიკებს როგორებიცაა:

  • Figma და Adobe XD: გამოიყენება ელეგანტური, ინტერაქტიული პროტოტიპებისა და მომხმარებლის ინტერფეისების შესაქმნელად, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ინტუიტიურ გამოცდილებას. მათი ვრცელი და მოხერხებული ფუნქციონალი გვეხმარება უკუკავშირის სწრაფ ინტეგრაციაში.
  • SolidWorks და AutoCAD: იდეალურია ზუსტი 3D მოდელირებისა და დეტალური ინჟინრული დიზაინისთვის. მათი საშუალებით შეიძლება არამარტო დიზაინის შექმნა, არამედ მისი სიმულაცია, სამუშაო გარემოში ხილვა.
  • Sketch: ინტუიტიური განლაგებებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული ინტერფეისების დიზაინის პლატფორმა, რომელიც სუფთა და ეფექტურ შედეგს გვაძლევს. მისთვის არსებული პროგრამული ბიბლიოთეკები დიზაინის პროცესს კიდევ უფრო მოქნილსა და პერსონალიზებულს ხდის.
  • მომხმარებლის კვლევა და ტესტირება: მომხმარებლის საჭიროებებისა და ქცევის ანალიზის მეშვეობით, ჩვენ ვქმნით დიზაინებს, რომლებიც რეზონირებს და ზრდის ჩართულობას.
  • იტერაციული დიზაინის პროცესი: ხშირ ტესტირებებზე დაყრდნობით, ვცვლით დიზაინს იმგვარად, რომ მივიღოთ მაქსიმალურად მშვენიერი და მოსახერხებელი პროდუქტი. პროდუქტი, რომელიც იპყრობს ყურადღებას, და ცხადყოფს მის არსს პირველივე შეხედვისას.

რატომ “რერო” ციფრული დიზაინისთვის?

  1. ინოვაციური სერვისები: რეროს სერვისები ტოლდაუდებელია ინოვაციურობითა და დადებული შედეგით. ჩვენი შემოქმედებითობა ხდის თქვენს პროდუქტს გამორჩეულს.
  2. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა: ჩვენ ვიკვლევთ თქვენს აუდიტორიას და შევქმნით დიზაინებს, რომლებიც გააუმჯობესებს მათ გამოცდილებას თქვენ ბრენდთან.
  3. მრავალდარგოვანი ექსპერტიზა: UX/UI დიზაინიდან ინდუსტრიულ დიზაინსა და ინჟინერიამდე, ჩვენი უნარები უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და ინტეგრირებულ მომსახურებას.
  4. თანამშრომლობითი პროცესი: თქვენი ხედვა და უკუკავშირი ჩვენი პროცესის განუყოფელი ნაწილია, რაც უზრუნველყოფს თქვენს ჩანაფიქრთან სრულ შესაბამისობას.
  5. ხარისხისადმი ერთგულება: კონცეფციიდან მიწოდებამდე, ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ სრულყოფილებას პროდუქტის დიზაინის ყველა ასპექტში.

შეგვეხმიანე!