კომპიუტერული თამაშების შექმნა

„რერო“ კომპიუტერული თამაშების შექმნასა და ისეთ გლობალურ პლატფორმებზე განთავსებას უზრუნველყოფს, როგორიცაა Steam და Epic Games Store. ჩვენი გუნდი იუნითისა (Unity) და Unreal Engine 5-ის ძრავებით სარგებლობს, რაც თქვენთვის ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პროდუქტის მიღების გარანტიაა. კომპიუტერული თამაშის შექმნის მომსახურება მოიცავს ყველა საჭირო ეტაპს – იდეის ჩამოყალიბებიდან თამაშის საბოლოო გამოქვეყნებისა და შემდგომი მხარდაჭერის ჩათვლით. მომსახურება აერთიანებს 3D მოდელირებას, პერსონაჟების დიზაინის, ანიმაციისა და სრულყოფილად გამართულ თამაშის მექანიკის შექმნას. გარდა ძირითადი დეველოპმენტისა, „რერო“ თამაშების პორტირების მომსახურებასაც სთავაზობს ბიზნესს, რაც კონსოლის ან მობილური პროექტების PC პლატფორმაზე უნაკლოდ გადატანას გულისხმობს. ოპტიმიზებული და კომერციულად გამართული კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად, ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ინდივიდუალურ დეველოპერებთან, ისე მსხვილ კომპანიებთან.

თამაშის შექმნის პროცესი:

კონცეფცია
ვქმნით დეტალურ დიზაინ-დოკუმენტს (GDD), განვსაზღვრავთ ძირითად მექანიკას და ვგეგმავთ წარმოების პროცესს.
წარმოება
ეს არის დეველოპმენტის მთავარი ფაზა, სადაც ვქმნით 2D/3D მოდელებს, ვწერთ კოდს და ვაწყობთ თამაშის სისტემებს.
ტესტირება
ვატარებთ დეტალურ QA და მომხმარებლის ტესტირებას, რათა აღმოვაჩინოთ ხარვეზები და დავხვეწოთ გეიმპლეი.
გამოქვეყნება
ვამზადებთ საბოლოო ბილდს, სურვილისამებრ ვტვირთავთ ონლაინ პლატფორმებზე და გთავაზობთ მხარდაჭერას გამოქვეყნების შემდეგ.

„რერო“ თქვენი პროფესიონალი და საიმედო პარტნიორია კომპიუტერული თამაშების შექმნის, პორტირებისა და თანადეველოპმენტის მიმართულებით. ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი საერთაშორისო აღიარებითაა გამყარებული – მაგალითად, “რეროს” Odyssey: Sakutaiso-მ ისეთ პრესტიჟულ დაჯილდოებებზე მოიპოვა ნომინაციები, როგორიცაა CEEGA 2024 და BLON 2025. ეს გამოცდილება კი მყარ საფუძველს გვიქმნის რთული და მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ, თუკი კომპიუტერული თამაშის იდეა გაქვს, მის განსახორციელებად, “რეროს” უნდა მიაკითხო.

რატომ რერო?

თამაშების ტიპები:საწყისი ფასი:
თამაშის დემო80,000₾
2D თამაში150,000₾
3D თამაში400,000₾
თანა-დეველოპმენტითვიური გადასახადი შეთახმებით

იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაოცარი პორტფოლიოდან

Odyssey Sakutaiso Mobile Game

ხშირად დასმული კითხვები თამაშების შექმნის შესახებ:

1) რა ტიპის PC თამაშების შექმნის სერვისს გვთავაზობთ?
ჩვენ ვართ სრული ციკლის დეველოპერული კომპანია. ჩვენი სერვისები მოიცავს ახალი თამაშის შექმნას ნულიდან, თანა-დეველოპმენტს არსებულ გუნდებთან და თამაშის პორტირების სერვისს კონსოლებიდან PC პლატფორმაზე.
2) რომელ ძრავებზე მუშაობთ?
ჩვენი გუნდი სპეციალიზდება ინდუსტრიის წამყვან ძრავებზე. ჩვენ ვმუშაობთ როგორც Unity-ზე, რომელიც იდეალურია მასშტაბური თამაშებისთვის, ასევე Unreal Engine 5-ზე (UE5), რომელიც საუკეთესოა მაღალი დონის გრაფიკის მქონე პროექტებისთვის.
3) რა ღირს PC თამაშის შექმნა?
ღირებულება დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე. მარტივი 2D ინდი თამაში შეიძლება დაიწყოს 40,000-ლარიდან, ხოლო კომპლექსური 3D პროექტი 60,000-დან. დეტალურ შეფასებას პროექტის ანალიზის შემდეგ ვადგენთ.
4) შეგიძლიათ დაგვეხმაროთ თამაშის Steam-ზე გამოქვეყნებაში?
დიახ. ჩვენ ვმართავთ ძირითად PC პლატფორმებზე თამაშის ატვირთვის სრულ პროცესს. ვზრუნავთ, რომ თქვენი თამაში აკმაყოფილებდეს ყველა ტექნიკურ მოთხოვნას და ვეხმარებით მაღაზიის გვერდის მოწყობაში.
5) ქმნით თუ არა თამაშის 3D მოდელებსა და გრაფიკას?
რა თქმა უნდა. ჩვენი სერვისი მოიცავს თამაშის გრაფიკის სრულ დამუშავებას. ჩვენ გვყავს ნიჭიერი გუნდი 3D მოდელირების, პერსონაჟების დიზაინის, გარემოს შექმნისა და ანიმაციის მიმართულებით.
6) რას ნიშნავს თანა-დეველოპმენტი (co-development)?
თანა-დეველოპმენტი არის პარტნიორობა, რომლის დროსაც ჩვენი გუნდი ერთვება თქვენი სტუდიის მუშაობაში კონკრეტული ნაწილის შესასრულებლად. ეს იდეალურია სტუდიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ წარმოების გაზრდა ან სპეციალიზებული ექსპერტიზა (მაგ. Unreal Engine 5-ში).
7) ქმნით თუ არა მულტიფლეერ თამაშებს?
დიახ, ჩვენ გვაქვს თამაშების ონლაინ მრავალმოთამაშიანი ფუნქციების შექმნის გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ყველაფერი, სერვერული ლოგიკიდან დაწყებული, მატჩმეიქინგით დამთავრებული.
8) რა არის თამაშის პორტირება?
თამაშის პორტირება არის პროცესი, როდესაც არსებული თამაში ერთი პლატფორმიდან (მაგ. კონსოლიდან) გადმოგვაქვს მეორეზე (მაგ. PC-ზე), ვახდენთ მის სრულ ადაპტაციასა და ოპტიმიზაციას ახალი პლატფორმისთვის.