მობილური თამაშების აგება
ჩვენი უმთავრესი ოსტატობაა მობილური თამაშების აგებაა, მარტივი არკადული თამაში იქნება, თუ კომპლექსური პროექტი. მრავალწლიანი გამოცდილებითა და ცოდნით ისეთი ინსტრუმენტებისა, როგორიცაა Unity და Unreal Engine, ჩვენ, პროგრამირებასა და ხელოვნებაში გაწაფულ გუნდს, შეუძლია ნებისმიერი ტიპის თამაშის აგება. “რეროს” ნაწარმი ბაზარზე მუდმივად გამოირჩევა წარმადობით, ინტუიტიური სათამაშო პროცესითა და თვალისმომნუსხვნელი ვიზუალით. ორივე პლატფორმაზე, Android-სა და IOS-ზე, ჩვენ ვქნმით გამორჩეულ და საერთაშორისო დონეზე დაფასებულ თამაშებს. რაზეც მეტყველებს ოდისეა: საქუთაისოს ნომინირება ევროპაში ყველაზე პრესტიჟული თამაშების დაჯილდოვების ცერემონიალზე, საუკეთესო მობილური თამაშის დარგში. თამაშის ნულიდან შექმნა თუ უკვე არსებული პროექტის დახვეწა, პროგრამირება თუ ასეტების დამზადება, “რეროს” გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერი იდეის მომნუსხველ სატელეფონო თამაშად ქცევაში.
ჩვენი გამოცდილება მობილურ თამაშებში
რეროს აქვს წარმატებული გამოცდილება ისეთი მობილური თამაშების აგებაში, რომლებიც გამოირჩევიან კონკურენტულ ბაზარზე. ჩვენი სერვისები მოიცავს:
- თამაშების დიზაინი: ჩვენ ვქმნით თამაშებს, რომლებიც მორგებულია თქვენს ხედვაზე და აუდიტორიაზე, უზრუნველვყოფთ უნიკალურ და საინტერესო გეიმფლეის. პრიორიტეტად ვაყენებთ კრეატიულობას და მოთამაშეთა ჩართულობას.
- კროსპლატფორმული თამაშები: Unity-ის გამოყენებით, ჩვენ ვქმნით თამაშებს, რომლებიც ოპტიმიზებულია როგორც Android-ისთვის, ისე iOS-ისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ მოიცვათ მაქსიმალურად ფართო აუდიტორია.
- ინოვაციური მექანიკა: ინტერაქტიული ნარატივებიდან მულტიფლეიერ ფუნქციონალამდე, ჩვენ ვამატებთ ინოვაციურ ელემენტებს მოთამაშეთა ჩართულობის გასაზრდელად.
- მაღალი ხარისხის გრაფიკა: ჩვენი თამაშები გამოირჩევა ვიზუალურად შთამბეჭდავი გარემოებითა და პერსონაჟებით, სტილით, რაც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ჩაეფლონ უნიკალურ ვირტუალურ სამყაროში.
მნიშვნელოვანი მიღწევა: Odyssey: Sakutaiso
“რეროს” თამაში, ოდისეა: საქუთაისო, არის ჩვენი სრულყოფილებისადმი ერთგულების ნათელი მაგალითი. ეს ვიზუალურად შთამბეჭდავი და ინოვაციური მობილური თამაში ნომინირებული იყო 2024 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების ჯილდოებზე (CEEGA) საუკეთესო მობილური თამაშის კატეგორიაში. ეს მიღწევა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი აღიარება იყო და წარმოაჩინა ჩვენი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო დონეზე.
თამაშმა არამარტო ჩვენს კომპანიაზე მიიქცია უცხოური აუდიტორიის ყურადღება, არამდედ მთელს ქვეყანაზე, და ქალაქზე, ქუთაისზე, რომელზეც ჩვენი თამაში შეიქმნა.
გარდა ამისა, Odyssey: Sakutaiso გამოირჩევა უნიკალური მხატვრული მიმართულებითა და კულტურულად შთამაგონებელი თემებით. თამაში, ასე ვთქვათ, ტრილოგიაა და სამივე ნაწილი განსხვავებულ მხატვრულ სტილს იყენებს. შთაგონებული ქართული მითოლოგიითა და ესთეტიკით, ოდისეა საქუთაისო მოთამაშეებს სთავაზობს როგორც ჩამთრევ, ისე კულტურულად გამამდიდრებელ გამოცდილებას, რაც ქმნის ინოვაციის ახალ სტანდარტს მობილური თამაშების სფეროში.
თანამშრომლობა კრეატიულ ინდუსტრიებთან
რეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ კრეატიულ ინდუსტრიებთან, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაშების ნარატიული და მხატვრული სიღრმე. საკუთარ გამოცდილებასთან ერთად, ჩვენი პარტნიორობა მწერლებთან, ილუსტრატორებთან და ხმის დიზაინერებთან საშუალებას გვაძლევს შევქმნათ დამაინტრიგებელი ნარატივები, თვალწარმტაცი ვიზუალები და დამაჯერებელი აუდიო ეფექტები თითოეულ პროექტში.
ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი თამაშები იყოს არა მხოლოდ გასართობი, არამედ ღრმა და შთამბეჭდავი გამოცდილებები, რომელიც მოთამაშეების ემოციებთან ხანგრძლივად რეზონირებს. წარმადი თამაშები, უნიკალური სტილი და თემატიკები არის ის რაც გამოგვარჩევს ბაზარზე.
ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები
ჩვენი მობილური თამაშების შექმნის პროცესი ეფუძნება ინდუსტრიაში წამყვან ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, მათ შორის:
- Unity: მრავალმხრივი და მძლავრი ძრავა, რომელიც გამოიყენება დინამიური და ინტერაქტიული თამაშების შესაქმნელად.
- Blender: დეტალური 3D მოდელებისა და ანიმაციების შექმნისთვის.
- Adobe Creative Suite: მაღალი ხარისხის თამაშის ვიზუალისა და მომხმარებლის ინტერფეისების დიზაინისთვის.
- Git & Perforce: ვერსიების კონტროლი შექმნის ყველა ეტაპის საკონტროლებლად.
რატომ “რერო” მობილური თამაშების ასაგებად?
- გამოცდილება: საუკეთესო მობილური თამაშის ნომინაცია CEEGA 2024-ზე ადასტურებს ჩვენს უნარს შევქმნათ მსოფლიო დონის პროდუქტი.
- სრული ციკლის სერვისი: იდეიდან გამოშვების შემდგომ მხარდაჭერამდე, ჩვენ ვთავაზობთ თამაშის შექმნის სრულყოფილ სერვისს.
- მოთამაშეზე ორიენტირებული დიზაინი: ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გამოცდილებები, რომელიც მოთამაშეებისთვის საინტერესო და სასიამოვნოა.
- მოწინავე ტექნოლოგიები: უახლესი ინსტრუმენტებისა და ტექნიკების გამოყენებით, ჩვენ ვქმნით მაღალი წარმადობის თამაშებს.
- თანამშრომლობითი მიდგომა: ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა თქვენი ხედვა რეალობად ვაქციოთ.