თამაშების აგება

როგორც რეგიონში ინდუსტრიის პიონერებს შეშვენით, რეროს თამაშების აგების მომსახურება ზეშთამბეჭდავი, საყოველთაოდ საყურადღებო, ჩამთრევი ციფრული გამოცდილებების შექმნისთვის არსებობს. ფორმატის განურჩევლად, მობილურ და კომპიუტერულ თამაშებში თავს ვუყრით სახასიათო დიზაინს, დახვეწილ სიუჟეტურ თხრობასა და უახლეს ტექნოლოგიებს, ხოლო შედეგად საერთაშორისოდ აღიარებულ პროდუქტებს ვიღებთ. იდეიდან – პროექტის ჩაშვებამდე, ჩვენი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობს თითოეულ წვრილმანზე, რასაც შედეგად მაღალი ხარისხის გეიმფლეი და თვალწარმტაცი მხატვრული დიზაინი  მოჰყვება ხოლმე.


00:

სატელეფონო თამაშები

ჩვენი უმთავრესი ოსტატობა მომნუსხველი სატელეფონო თამაშების აგებაა ორივე, Android და IOS პლატფორმებისთვის, რისთვისაც ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტის ტექნოლოგიებს, Unity – სა და Unreal Engine – ს ვიყენებთ. მარტივი არკადული თამაში იქნება, თუ სიუჟეტზე დაფუძნებული კომპლექსური პროდუქტი, ჩვენი ნაწარმი შექმნილია როგორც სახალისო, ჩამთრევი, სრულყოფილად წარმადი სატელეფონო გამოცდილება. რერო აგებს თამაშებს, რომლებიც მუდმივად გამართულ მუშაობასთან ერთად მომხმარებელთა შენარჩუნებასაც ახერხებს.

Mobile Games

01:

კომპიუტერული თამაშები

კომპიუტერული თამაშების აგების სერვისი მორგებულია ჟანრის მრავალფეროვნებაზე,- იქნება ეს ინდი თუ რთული სამგანზომილებიანი თავგადასავლები. ისეთი მძლავრი თამაშთა ძრავების გამოყენებით, როგორებიცაა Unity, Unreal Engine და Godot, ვქმნით უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიურ გამოცდილებებს დესკტოპ პლატფორმებისთვის. რეროს ციფრული შემოქმედების ჯგუფი თავს უყრის დახვეწილ სიუჟეტებს, დინამიურ გეიფლეისა და სრულქმნილ გრაფიკას, რასაც დასამახსოვრებელი სახელოვნებო ნიმუშები ეშედეგება.

PC Mac Game Development

შეგვეხმიანე!