გაძლიერებული რეალობა (AR/XR)
რეროს AR (დამატებული რეალობის) აპლიკაციების შექმნის სერვისი თქვენს ბიზნესს საშუალებას აძლევს, ფიზიკური სამყარო ინტერაქტიულ, ციფრულ გამოცდილებად აქციოს. მოგეხსენებათ, AR, ანუ დამატებული რეალობა, არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ციფრულ ობიექტებს, ანიმაციებსა და ინფორმაციას რეალურ გარემოში ათავსებს თქვენი სმარტფონის ან სათვალის კამერის საშუალებით. ვქმნით უნიკალურ, მორგებულ AR აპლიკაციებს სხვადასხვა მიზნით: იქნება ეს პროდუქტის ვიზუალიზაცია, ციფრულად არსებული მოდელის რეალურ სამყაროში დანახვა, ინტერაქტიული მარკეტინგული კამპანია თუ მასშტაბური, ქალაქზე მორგებული გამოცდილება. ჩვენი გუნდი იყენებს ისეთ მოწინავე ტექნოლოგიებს, როგორიცაა Visual Positioning System (VPS), რათა შექმნას ზუსტი და შთამბეჭდავი ვირტუალური რეალობის ელემენტებით გამდიდრებული პროექტები.
AR აპლიკაციის შექმნის პროცესი:
რერო თქვენი სანდო პარტნიორია რთული და ინოვაციური AR პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი კომპეტენცია და გამოცდილება ყველაზე ნათლად ჩანს ქუთაისის ტურიზმის ცენტრთან თანამშრომლობით შექმნილ პროექტში. შევიმუშავეთ მასშტაბური AR გამოცდილება, რომელიც ქალაქის ცენტრის 12 ლოკაციაზე აცოცხლებს ისტორიას. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჩვენი აპლიკაცია — „ფანტომები: არაჩვეულებრივი გამოფენა“, სადაც მომხმარებლები, რეალურ გარემოში ხედავენ ციფერყანწელთა ტაეპებს, მითოლოგიურ ამბებს, ვანის მუზეუმის 3D სკანირებული ექსპონატებს. აპლიკაციაში, ასევე, ჩაშენებულია აუდიო გიდი, რომელიც მოგითხრობთ კონკრეტული ადგილის ისტორიას. ეს პროექტი არის დასტური იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ არა მხოლოდ მარტივი AR, არამედ კომპლექსური, კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული გაძლიერებული რეალობა.
რატომ რერო?

| გაძლიერებული რეალობის ტიპები: | საწყისი ფასი: |
| WebAR გამოცდილება | 8,000₾ |
| სრული AR აპლიკაცია | 15,000₾ |
| AR თამაში | 15,000₾ |
| ლოკაციაზე დაფუძნებული AR | 20,000₾ |
იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაოცარი პორტფოლიოდან








