აუდიო დიზაინი

„რეროს“ აუდიოდიზაინის მომსახურება თქვენს ნებისმიერ შემოქმედებით პროექტს უნიკალურ ხასიათსა და ემოციურ სიღრმეს შესძენს. მუსიკა პროექტის კონცეპტუალური ხერხემალია, რომელიც მის ხასიათს განსაზღვრავს და მსმენელზე გადამწყვეტ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენი სტუდიის ძირითადი სპეციალიზაციაა ორიგინალური მუსიკის შექმნა ფილმების, თამაშებისა და სხვა მედიაპროექტებისათვის. ჩვენი შექმნილი საუნდტრეკები თქვენი პროექტის თვიმყოფადობას ზუსტად გამოხატავს და ქმნის. მუსიკალური კომპოზიციების შექმნის გარდა, მომსახურება მოიცავს პოსტ-პროდაქშენს –  აუდიომასალის, ხმის დამუშავებას, ხმაურის ფილტრაციას, დეფექტების გასწორებასა და რესტავრაციას, რაც ერთიანი, ტექნიკურად სრულყოფილი აუდიოპროდუქტის შექმნის გარანტიაა. „რეროს“ გუნდის მიზანია შექმნას არა უბრალოდ ფონური აუდიო, არამედ პროექტის განუყოფელი ხმა, რომელიც ყველგან და ყოველთვის იცნობა. 

აუდიო დიზაინის სამუშაო პროცესი:

იდეა
ვაანალიზებთ პროექტის შემოქმედებით საჭიროებებს და განვსაზღვრავთ მუსიკალურ მიმართულებას.
კომპოზიცია
ვქმნით მუსიკას, ვწერთ მელოდიებს და ვაკეთებთ არანჟირებას, რათა მივიღოთ პირველადი ვერსია.
დამუშავება
ვამუშავებთ, ვაბალანსებთ და ვასუფთავებთ ყველა აუდიო ელემენტს პროფესიონალური ჟღერადობის მისაღებად.
გადაცემა
გადმოგცემთ საბოლოო, დამუშავებულ აუდიო ფაილებს, მზად პროექტში ინტეგრაციისთვის.

 „რეროს“ მუსიკის შექმნისა და მაღალტექნოლოგიური აუდიოპროდუქციის შესანიშნავი მაგალითია სრულმეტრაჟიანი ფილმი – “ქუთაისის მემორიალი”, რომლისთვისაც ხმის პოსტ-პროდაქშენის გარდა, ორიგინალური საუნდტრეკები მომზადდა. რაც შეეხება თამაშების აუდიოდიზაინის მიმართულებას, აქ, “რეროსთვის” ყველაზე საამაყო საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი “Odyssey:Sakutaiso”-ა, რომელიც სამი განსხვავებული ნაწილისაგან შედგება. თითოეული ნაწილისათვის “რეროს” გუნდმა უნიკალური, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად გამორჩეული მუსიკალური კომპოზიცია შექმნა.  ასე რომ, თუკი სრულყოფილი, კოცეპტუალურად გამართული აუდიოდიზაინის მომსახურება გჭირდებათ, “რერო” სწორედ ისაა, ვინც თქვენს პროექტს უნიკალურ ჟღერადობას შესძენს. 

რატომ რერო?

აუდიო დიზაინის მომსახურება:საწყისი ფასი:
ხმის დამუშავება / რესტავრაცია3,000₾
მოკლე მუსიკალური თემა10,000₾
სრულფასოვანი მუსიკის შექმნა60,000₾
თამაშის/ფილმის სრული აუდიო გაფორმება80,000₾

იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაოცარი პორტფოლიოდან

Now Playing:
Odyssey: Sakutaiso OST: pOST pUNKISH ghame

ხშირად დასმული კითხვები აუდიო დიზაინის შესახებ:

1) კონკრეტულად რა აუდიო სერვისებს გვთავაზობთ?
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ორიგინალური მუსიკის შექმნა ფილმების, თამაშებისა და სხვა მედიაპროექტებისთვის. ამასთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ სრულ აუდიო პოსტ-პროდაქშენს, რაც მოიცავს ხმის დამუშავებას, რესტავრაციასა და გახმოვანებას.
2) შეგიძლიათ თქვენი ნამუშევრის მაგალითი მოიყვანოთ კინო მუსიკაში?
რა თქმა უნდა. ჩვენი ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია სრულმეტრაჟიანი ფილმი „ქუთაისის მემორიალი“, რომლისთვისაც შეიქმნა ექსკლუზიური საუნდტრეკი და ფილმში არსებული ყველა ხმა ჩვენი დიზაინითაა შექმნილი.
3) რით არის გამორჩეული თქვენი მიდგომა თამაშის მუსიკის შექმნისას?
თამაშებისთვის მუსიკის შექმნისას, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ინტერაქტიულობას. მაგალითად, ჩვენს ნომინირებულ თამაშში, Odyssey: Sakutaiso, სამი განსხვავებული დონისთვის სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მუსიკალური თემა შეიქმნა, რაც გეიმპლეის დინამიკას იდეალურად ერგება.
4) რას გულისხმობს ხმის დამუშავების სერვისი?
ხმის დამუშავება მოიცავს არსებული აუდიო ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესებას: ხმაურის მოშორებას, დეფექტების გასწორებას, ხმის სიხშირეების დაბალანსებას და საერთო ჟღერადობის პროფესიონალურ დონეზე აყვანას.
5) ქმნით თუ არა სრულყოფილ სიმღერებს ვოკალით?
დიახ, ჩვენი სერვისი მოიცავს სრულფასოვანი სიმღერების შექმნას, რაც გულისხმობს მუსიკის დაწერას, არანჟირებას, საჭიროების შემთხვევაში ტექსტის შექმნას, ვოკალის ჩაწერასა და საბოლოო მასტერინგს.
6) რა ინფორმაციაა საჭირო მუსიკის შესაკვეთად?
სამუშაოს დასაწყებად, ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია პროექტის შესახებ: მისი ჟანრი, ემოციური განწყობა, ასევე რეფერენსები — მუსიკალური ნაწარმოებების მაგალითები, რომლებიც თქვენს ხედვასთან ახლოსაა.
7) შეგიძლიათ თუ არა აუდიოს ინტეგრაცია თამაშის ძრავში?
დიახ. თამაშების პროექტებისთვის, ჩვენ გთავაზობთ ტექნიკური ხმის იმპლემენტაციის სერვისს Unity-სა და Unreal-ის ძრავებში, რაც უზრუნველყოფს დინამიურ და ინტერაქტიულ ხმოვანებას.
8) რა ფორმატებში ვიღებ საბოლოო აუდიო ფაილებს?
ჩვენ გადმოგცემთ მაღალი ხარისხის, დამუშავებულ აუდიო ფაილებს თქვენი პროექტისთვის საუკეთესო ფორმატში, როგორც წესი, WAV. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია მოგაწოდოთ MP3 ან OGG ფაილებიც.