მობილური
აპლიკაციის დამზადება

რერო ქმნის თანამედროვე, მოქნილ და ინოვაციურ მობილურ აპლიკაციებს ყველა ტიპის ბიზნესისთვის — სტარტაპებიდან მსხვილ კორპორაციებამდე. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულ ციკლს: აპლიკაციის დიზაინი, მობილური აპლიკაციის დამზადება, ტესტირება და გამოქვეყნება Android და iOS სისტემებისთვის. ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, მათ შორის Flutter, React Native და Angular, რათა მივიღოთ სწრაფი, სტაბილური და მარტივად სამართავი აპლიკაციები. ყოველი აპლიკაცია იქმნება მომხმარებელზე მორგებული ფუნქციონალით, თანამედროვე UI/UX დიზაინითა და ოპტიმიზაციით წარმადობისთვის. ჩვენ ასევე ვქმნით ხელოვნური ინტელექტის (AI) მქონე აპლიკაციებს, რომლებიც ხსნიან რთულ ამოცანებს და ავტომატიზაციას უკეთებენ ბიზნეს პროცესებს. თუკი გჭირდებათ აპლიკაციის შექმნა კონკრეტული გამოწვევის გადასაჭრელად ან თქვენი საქმიანობის გასაფართოებლად, რერო თქვენს ხედვას საიმედო და მომავალზე ორიენტირებულ ციფრულ პროდუქტად აქცევს.

მობილური აპლიკაციის დამზადების პროცესი:

სტრატეგია
ვსაზღვრავთ მიზნებს, აუდიტორიასა და პლატფორმას (iOS/Android) ვსახავთ სტრატეგიას თქვენთან ერთად.
დიზაინი
ვქმნით თანამედროვე UI/UX დიზაინს, მომხმარებლისთვის მიმზიდველი და სასიამოვნო გამოცდილებისთვის.
დეველოპმენტი
ვქმნით მრავალპლატფორმიან მობილურ აპლიკაციებს Flutter, React Native და Angular-ის გამოყენებით.
გამოქვეყნება
ვაქვეყნებთ Play Store და App Store პლატფორმებზე, ვაგრძელებთ ტექნიკურ მხარდაჭერას.

აირჩიეთ რერო — გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ქმნის როგორც Native (Android & iOS), ისე Cross-platform მობილურ აპლიკაციებს. ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა Flutter და React Native, და ფოკუსირებული ვართ წარმადობაზე, დიზაინსა და მასშტაბირებადობაზე, რათა შევქმნათ თქვენზე მორგებული აპლიკაციები, რომლებიც აერთიანებს ფუნქციონალურ სრულყოფილებას, სტაბილურობასა და სასიამოვნო მომხმარებლის გამოცდილებას (UX). თითოეული პროექტი ვითარდება ინდივიდუალური ბიზნესმიზნებიდან გამომდინარე, რათა თქვენი აპლიკაცია რეალურ შედეგად და ზრდის ინსტრუმენტად ვაქციოთ.

რატომ რერო?

აპლიკაციის ტიპები:საწყისი ფასი:
საინფორმაციო აპლიკაცია2000₾
კორპორატიული აპლიკაცია4000₾
ელექტრონული კომერცია6000₾
კერძო ფუნქციონალის აპლიკაცია10000₾

იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაიოცარი პორტფოლიოდან

Digital Academic Publishment: Mdevari

ხშირად დასმული კითხვები (FAQ):

1) როგორი ტიპის მობილურ აპლიკაციებს ამზადებთ?
ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ საინფორმაციო, ბიზნეს აპლიკაციებს, E-commerce პლატფორმებს, სოციალური მედიის, ხელოვნური ინტელექტის მქონე და სხვა ტიპის აპლიკაციებს.
2) რა ღირს მობილური აპლიკაციის დამზადება?
აპლიკაციის დამზადების ფასი დამოკიდებულია მის სირთულესა და პლატფორმაზე (iOS, Android, ან ორივე). საორიენტაციო ფასებია: საწყისი აპლიკაცია 2000 ლარიდან. ზუსტ ღირებულებას დეტალური ბრიფის შემდეგ შემოგთავაზებთ. საწყისი დაახლოებითი ფასები იხილეთ ცხრილში.
3) რა დრო სჭირდება აპლიკაციის შექმნას?
საწყისი აპლიკაცია: 4–8 კვირა. სტანდარტული ბიზნეს აპლიკაცია: 8+ კვირა. რთული E-commerce ან კორპორატიული აპლიკაცია: 12+ კვირა, ფუნქციონალისა და ინტეგრაციების სირთულის მიხედვით.
4) Native თუ Cross-Platform დეველოპმენტი?
ჩვენ ვირჩევთ თქვენი პროექტისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას. Native (Swift/Kotlin) უზრუნველყოფს მაქსიმალურ წარმადობას. Cross-platform (Flutter/React Native) კი ამცირებს პროექტის დროსა და ბიუჯეტს ორივე, iOS და Android პლატფორმისთვის.
5) აინტეგრირებთ გადახდის სისტემებს აპლიკაციაში?
დიახ, ჩვენ ვქმნით დაცულ E-commerce აპლიკაციებს In-App Purchase-ის, Stripe-ის, Paypal-ისა და ადგილობრივი (საქართველოს, თიბისი ბანკის) გადახდის სისტემების ინტეგრაციით.
6) შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია?
რა თქმა უნდა. ჩვენ ვქმნით აპლიკაციებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციით, რაც მოიცავს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს, ეიაი ჩათ ბოტს, მონაცემთა ანალიზს, ავტომატიზაციასა და სხვა ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს.
7) უზრუნველყოფთ თუ არა აპლიკაციის განთავსებას და მხარდაჭერას?
თქვენი სურვილისამებრ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ აპლიკაციის განთავსების სრულ პროცესს Apple App Store-სა და Google Play Store-ზე. ასევე, გთავაზობთ ტექნიკური მხარდაჭერის პაკეტებს, რაც მოიცავს განახლებებს, უსაფრთხოებასა და მონიტორინგს.
8) ქმნით მრავალენოვან აპლიკაციებს?
დიახ, ვქმნით მრავალენოვან აპლიკაციებს (ქართული, ინგლისური და სხვა), ვურთავთ ენის გადამრთველს და ვანერგებთ საუკეთესო UX/UI სტანდარტებს საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.
9) როგორია თქვენი მუშაობის პროცესი?
ბრიფი → შეფასება → UX/UI დიზაინი და პროტოტიპი → დეველოპმენტი → ტესტირება (QA) → App Store/Play Store-ზე განთავსება → მხარდაჭერა. პროცესი გამჭვირვალეა, თითოეული ეტაპი შეთამხმდება თქვენთან, რათა მივიღოთ თქვენზე მორგებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.


შეგვეხმიანე!

შეგვეხმიანე!