“რეროს” ამბავი ბევრი წლის წინ დაიწყო, როცა საშინლად მოსაწყენ გაკვეთილზე ბექა ფანჯრიდან სკოლის მეზობელი გარაჟების თავზე მოხტუნავე თეთრი კატის მზერით დაიღალა, პავლეს შეუტრიალდა და უთხრა, – ბიჭო, მოდი თამაში გავაკეთოთო.
პავლემ და ბექამ ჩოხიან კაცებზე თამაშის წერა დაიწყეს, რაც ჭეშმარიტი კრახით დასრულდა, თუმცა ერთმა C# და Unity Engine ისწავლა, მეორემ – ყველაფერი დანარჩენი. როცა გაიაზრეს, რომ ქვეყანა ჩოხით არ დაწყებულა და არც დამთავრდებოდა, ღია კოსმოსი ამოხატეს და 2019 წელს, უკვე კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტებმა, მათი პირველი და საქართველოში მეორე (ან მესამე) სატელეფონო თამაში,- Spacy,- გამოაქვეყნეს.
ბაკალავრიატის ეკლიან გზაზე ბექამ და პავლემ გიორგი გაიცნეს, გიორგის მოჰყვა დავითი და გოჩაც. სწავლის დასასრულს, როცა ბექა ხელთავიდან დაიღალა რაღაცების მზერით, პავლესთან ერთად ზემოხსენებულ ადამიანებსაც შეუტრიალდა და სრულფასოვანი კომპანიის დაარსება შესთავაზა, რომელიც ციფრულ პროდუქტებზე იმუშავებდა. კომპანიას ბავშვობაში ნაოცნებარი სტუდიის სახელი დაერქვა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს “რერო” ყველაზე მულტიპროფილური ციფრული საამქროა რეგიონში, ორი ფილიალით, ბევრი აპლიკაციით, უფრო მეტი ვებსაიტით, კიდევ უფრო მეტი გრაფიკული დიზაინის ნიმუშით, ორი ცუგათი და ერთი კატით. “რერომ” დააარსა საქართველოში ერთადერთი ციფრული აკადემიური გამომცემლობა, გადაიღო ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი, დაბრენდა ქალაქი ქუთაისი, დაწერა ათასობით ციფრული მარკეტინგული კამპანია, შექმნა მსოფლიოში პირველი ურბანული AR ატრაქცია და საერთაშორისო ჩარტების დამანგრეველი აპლიკაცია, რომელიც ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე (CEEGA), რეგიონის ისტორიაში პირველად, 2024 წლის საუკეთესო თამაშის კატეგორიის ფინალისტი და შემდეგ, მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
“რეროში” მთელი გულით უყვართ საკუთარი საქმე, ერთმანეთი და ციფრული ხელოვნება.
რეროს ამბავი