
ბრენდირება: ქალაქ ქუთაისის ოფიციალური ბრენდი

თამაში: ჩიორა
Now Playing:
Odyssey: Sakutaiso OST: pOST pUNKISH ghame

საგამომცემლო დიზაინი: “მდევარი” – ყდები

AR აპლიკაცია: ფანტომები – არაჩვეულებრივი გამოფენა

წიგნის გარეკანის დიზაინი: დიოგენე

აპლიკაცია: Kutaisi.travel

ვებ-პლატფორმა: Kutaisi.Travel

თამაში: სფეისი

ბრენდირება: ფესტივალი “მედეას ტერა”

საგამომცემლო დიზაინი: “კულტურა!” – ყდები

ვებ-კატალოგი: ბლუბერი

გრაფიკული დიზაინი: საერთაშორისო დღესასწაულთა პოსტერები

ბრენდირება: იმერული ღვინის ფესტივალი

თამაში: ოდისეა საქუთაისო

ბრენდირება: ესკარგო დე შაბურ

ვებპლატფორმა: ციფრული აკადემიური გამომცემლობა მდევარი

ფოტო დამუშავება: ღვინის ბარი “საფერე”

ბრენდირება: DMO

გრაფიკული დიზაინი: იმერელ მოღვაწეთა პორტრეტები

საგამომცემლო დიზაინი: “მდევარი” სტატიათა გარეკანები

გრაფიკული დიზაინი: მოღვაწეთა პოსტერები

ვებ-კატალოგი: კალანდი

საგამომცემლო დიზაინი: “კულტურა!” სტატიათა გარეკანები

ფილმი: ქუთაისის მემორიალი

გრაფიკული დიზაინი: იმერეთის საქალაქო დღესასწაულები

გრაფიკული დიზაინი: პოსტერები ქართული დღესასწაულებისთვის
×







ქალაქ ქუთაისის მთავარი ვებ პლატფორმა. უნიკალურ მხატვრულ მხარესთან ერთად, ვებსაიტი ფუნქციურადაც მრავალფეროვანია,- მოიცავს ღონისძიებათა ყოველთვიურ, ინტერაქტიულ კალენდარს; მომსახურების სფეროს წარმომადგენელ კომპანიათა ჩამონათვალსა და თითოეული მათგანისათვის შექმნილ საინფორმაციო გვერდს; ქალაქსა და მის გარშემო არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილთა სიებს; სატრანსპორტო განრიგს; სიახლეების ველს; ჩაშენებულ ციფრულ გამომცემლობას.




×






“ჩიორა” არკადული ტიპის სატელეფონო თამაშია, რომელიც გაციფრულებული ისტორიული პოლიგრაფიული მასალებისგან (გასული საუკუნის პოსტერები, წერილები, დოკუმენტები, კინო-თეატრის აფიშები) შეიქმნა. აპლიკაციისთვის უნიკალური მუსიკალური კომპოზიციაც დაიწერა.



×
















საქართველოში ერთადერთი აკადემიური გამომცემლობა „მდევარი“ უახლეს ნომერს ყოველთვიურად აქვეყნებს. ნომერში წარმოდგენილი სტატიების მიხედვით შესაფერის, სიმბოლურ და მაღალმხატვრულ გარეკანებს ვქმნით.













×










“რერომ” მსოფლიოში პირველი AR (გაძლიერებული რეალობის) საქალაქო გამოფენა შექმნა. ქალაქ ქუთაისში სეირნობისას, როდესაც მომხმარებელი აპლიკაციას გახსნის, ტელეფონის კამერიდან ისტორიით, კულტურითა და ზღვა ხელოვნებით გაჟღენთილ ზღაპრულ სინამდვილეს დაინახავს.







×






“იმერული ღვინის ფესტივალი”, რომელსაც იმერეთის ღვინის ასოციააცია წარადგენს, “რერომ” დაბრენდა. შესაბამისად, ფესტივალისთვის მრავალმხრივი ლოგოტიპიც შევქმენით. რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით, დიზაინის მთავარ სიმბოლოდ კოლხური მემკვიდრეობიდან ყველაზე განთქმული, – “თამადის” ქანდაკება განისაზღვრა. მდიდარ ოქროსფერსა და ღრმა წითელ ფერებში ამოხატული ვექტორული ილუსტრაცია ტრადიციულობის, ზეიმისა და ოსტატობის თანაზიარებაა. ლოგოს დიზაინისას გათვალისწინებული იყო გამოსახულების ბოთლის სტიკერად და ოფიციალურ შტამპად გამოყენების შესაძლებლობაც.



×







დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო მასალათა ჰიპერმარკეტი „კალანდი“ რეროში დაიბრენდა. ბრენდის სახელთან და დიზაინთან ერთად, შესაფერისი ვებსაიტიც შევქმენით, სადაც ჰიპერმარკეტის პროდუქცია ლოგიკურ ნაწილებად დაყოფილია წარმოდგენილი. ვებსაიტს პროდუქციის კატალოგთან ერთად საინფორმაციო გვერდი და საკონტაქტო ფორმაც აქვს ჩაშენებული.




×
















ყოველთვიური საქალაქო ჟურნალი „კულტურა!“ სრულად რეროს შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა და ჩვენი „პროდუქტის დიზაინის“ სერვისის ბრწყინვალე მაგალითია. ყოველთვიური ჟურნალი ციფრულად ქვეყნდება, ჩვენ კი მისთვისნომრების გარეკანებს ვქმნით.













×









“ოდისეა: საქუთაისო” სამი სატელეფონო თამაშის ერთობაა, რომელთაგანაც თითოეული ქალაქ ქუთაისის ისტორიულ და მხატვრულ განზომილებას ეძღვნება. თამაშისათვის უნიკალურ ილუსტრაციებთან ერთად, განსხვავებული მუსიკალური კომპოზიციები შეიქმნა. დღეს, „ოდისეა: საქუთაისო“ ყველაზე მასშტაბური ციფრული ხელოვნების პროდუქტია საქართველოს ისტორიაში. თამაშმა 2024 წელს CEEGA-ს პრესტიჟულ ევროპულ დაჯილდოვებაზე, “2024 წლის საუკეთესო სატელეფონი თამაშის” კატეგორიაში, მეორე ადგილი დაიკავა. 2025 წელს კი BLONfest-ის ფინალისტად ნომინირდა.






×





“რერომ” საერთაშორისო საქანდაკო ფესტივალი “მედეას ტერა” დაბრენდა. ფესტივალის ლოგოტიპისგამოსახულება ვილიამ ვეტმორ სტორის განთქმულ ქანდაკებას ეფუძნება. წმინდა, ერთგვაროვანი ვექტორული ჭრილები ფესტივალის სახელოვნებო შინაარსს ესადაგება, ხოლო მინიმალიზმი და დააკვირვებით შერჩეული ფერთა პალიტრა (ორი სადა და ორიც მკვეთრი ფერი) კონტექსტის შესაფერისად, ლოგოტიპის მრავალფეროვანი გამოყენების შესაძლებლობას აჩენს.


×




















იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ რეგიონის გამოჩენილი ისტორიული ფიგურების იუბილეთათვის პოსტერები დაგვიკვეთა. არქივებიდან აღებული გაციფრულებული ფოტომასალებისაგან ვინტაჟური ციფრული ხელოვნების ნიმუშები დავამზადეთ.

















×







საერთაშორისო სავაჭრო კომპანია „ბლუბერი“ ევროპისა და აზიის 8 ქვეყანაში ოპერირებს. „ბლუბერისათვის“ ბრენდინგი და კორპორაციული ვებსაიტი შეიქმნა, რომელიც პროდუქციის კატალოგებს, საინფორმაციო გვერდებსა და გამარტივებულ საკონტაქტო ფორმებს აერთიანებს.




×















იმერეთის ტურიზმის სამსახურთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დღესასწაულების პოსტერებს ვქმნით. მინიმალისტური ვექტორული გრაფიკის ეს ნიმუშები, დიდი ხანია, სოციალურ არხებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.












×













როგორც დარგის ერთადერთ ექსპერტებს საქართველოში, “რეროს” ქალაქ ქუთაისის ბრენდირება დაევალა. შეგიძლიათ, თვალი გადაავლოთ ქუთაისის ბრენდის მხატვრულ სახეს, რომელიც მოქნილი ვიზუალური იდენტობის პრინციპებს დაეფუძნა.










×












“DMO იმერეთის” დაკვეთით ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ციფრული პორტრეტები შეიქმნა. ილუსტრაციებისათვის შთაგონებად უხეში ფუნჯის მონასმებით შესრულებული ზეთის ტილოთა ესთეტიკა დაგვესახა. საგულისხმოა, ვინტაჟურ გალანტურობასთან ერთად, თანამედროვე ტიპოგრაფიული სტილისტიკაც









×






იმის გამო, რომ საქართველოში წმინდა ქართულით შექმნილი აკადემიური ლიტერატურა გაიშვიათდა, რეროში პასუხისმგებლობა ვიგრძენით და ყოველთვიური ციფრული ჟურნალის პროექტი შევიმუშავეთ, რომელიც სამწელიწადში, ძვირფასი ადამიანების ჩართულობით, სრულფასოვან გამომცემლობად გადაიქცა. ახლა „მდევარი“ რეგიონში ყველაზე დიდი, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი აკადემიური არქივი და სამეცნიერო შემოქმედების მთავარი მულტიმედია პროდუქტია. „მდევარის“ ვებსაიტის შთაგონება ბეჭდური გაზეთები იყო და მისი დიზაინი ავთენტურ ქაღალდის ჟურნალს მოგაგონებთ.



×






ღია კოსმოსზე შექმნილი „სფეისი“ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი სატელეფონო თამაშია და მეტიც, აპლიკაციაში მაგიური რეალიზმის რომანია განთავსებული, მრავალი ხელოვნებით დასატკბობად. მყუდრო ციფრულ ფერწერასთან ერთად, თამაშისთვის ელექტრონული მუსიკალური კომპოზიციაც შეიქმნა.



×










ბუნებრივი ღვინის ბარი „საფერესთვის“ ციფრული მარკეტინგის კამპანიის წარმოებისას, ბუნებრივად, მრავალი ფოტო დავამუშავეთ და იმდენად მშვენიერი გამოვიდა, გადავწყვიტეთ “რეროს” ამ სერვისის წარმოსაჩენად, ჩვენი ოსტატობის სამაგალითოდ, პორტფოლიოშიც მოგვეთავსებინა.







×















2023 წელს რეროს ჯგუფმა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო ქუთაისის „დიდების მემორიალის“ ისტორიის შესახებ. ფილმისათვის მრავალი დაზიანებული კადრი გადავამუშავეთ და ხელოვნური ინტელექტით პირვანდელი სახე აღვუდგინეთ. მეტიც, ფილმი სავსეა მუნჯი კინოს ელემენტებით, რომელთათვისაც განსაკუთრებული გრაფიკული დიზაინის ნიმუშები შეიქმნა. ფილმს თან უწყვეტი ელექტორნული და პოსტ-პანკ მუსიკალური კომპოზიციებიც გასდევს, რომლებიც “რეროს” აუდიო ინჟინერიის ჯგუფის საამაყო ნამუშევრებია.














×













იმერეთის ტურიზმის სამსახურისა და “რეროს” გრაფიკული დიზაინის ჯგუფის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული დღესასწაულებისა და ღირსშესანიშნავი მოვლენების პოსტერები იქმნება. მრავალფეროვან მოვლენებს მრავალმხრივი ციფრული ხელოვნების მიმდინარეობებით აღვწერთ.










×






30-წლიანი ისტორიის მქონე “დიოგენეს” გამომცემლობისათვის “რერო” წიგნთა ყდის დიზაინებზე მუშაობს. ყველა მათგანში თანამედროვე ილუსტრაციულ ენასა და საგამომცემლო ტრადიციას იმგვარად ვუხამებთ ერთმანეთს, რომ საბოლოოდ, საზოგადოებისთვის მიმზიდველ, შინაარსიან ვიზუალურ ნამუშევარს ვქმნით. თითოეული ყდა კი, რა თქმა უნდა, სიმბოლურად ეთანადება ნაწარმოების სიუჟეტს.



×
















“ესკარგო დე შაბურისთვის”, რომელიც ლოკოკინას მაღალკულინარიულ პროდუქტებს ამზადებს, ტრადიციას ინოვაცია დავაშენეთ და შესაფერისი ბრენდიც შევქვმენით. ბრენდბუქი აერთიანებს “ესკარგო დე შაბურის” სხვადასხვა მიმართულებათა ვიზუალურ იდენტობას, ტიპოგრაფიას, ბრენდის განსაზღვრულ შინაარს, ვერბალურ იდენტობას, ციფრულ სტრატეგიასა და საბაზრო ანატილიკას.













×





ვინტაჟური ქაღალდის ტექსტურის ესთეტიკისა და თანამედროვე UI/UX-ის გაერთიანებით შექმნილ ქალაქი ქუთაისის აპლიკაციას მრავალფეროვანი ფუნქციური დანიშნულება აქვს,- მოიცავს ღონისძიებათა ყოველთვიურ ინტერაქტიულ კალენდარს, მომსახურების სფეროს წარმომადგენელ კომპანიათა ჩამონათვალსა და თითოეული მათგანისთვის შექმნილ საინფორმაციო გვერდს; ასევე, ქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილთა სიებს, სატრანსპორტო განრიგს, სიახლეების ველსა და ჩაშენებულ ციფრულ გამომცემლობას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ მომხმარებელს სხვადასხვა ადგილის გვერდზე საკუთარი შეფასების დატოვებაც შეუძლია.


×






“რერომ” იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისთვის (DMO Imereti), რომელიც რეგიონის ტურისტული ეკოსისტემის ოფიციალური მმართველი ორგანოა, სრულყოფილი ვიზუალური იდენტობა შეიმუშავა. ლოგოტიპებში გამოყენებულია სტილიზებული „ლოკაციის პინი“,- აღმოჩენისა და მოგზაურობის სიმბოლო, რომელიც შექმნილია მრავალფეროვანი, დინამიკური ფერების პალიტრით, რაც რეგიონის კულტურულ სიმდიდრეს უსვამს ხაზს. მოქნილი ვიზუალური სისტემა გათვლილია მრავალფეროვანი გამოყენებისთვის: საერთაშორისო საგამოფენო სტენდების, ფართოფორმატიანი გარე რეკლამების, ოფიციალური გზამკვლევებისა თუ ციფრული პლატფორმებისათვის.



×

























ქუთაისის საქალაქო ჟურნალ „კულტურა!“-ს ყოველთვიური ნომრები ოთხი სტატიისაგან შედგება. “რერო” თითოეული სტატიისათვის ინდივიდუალურ გარეკანს ქმნის. თითოეული გარეკანი სტატიის შინაარსს სიმბოლურად გამოხატავს, წაკითხვამდე თემატურ შესავალს წარმოადგენს და ჟურნალის საერთო ვიზუალურ იდენტობას განსაზღვრავს.






















×





იმერეთის ტურიზმის სამსახურთან თანამშრომლობით, “რერომ” იმერეთის საქალაქო დღესასწაულების პოსტერები შექმნა. თითოეული მათგანი კონკრეტული ქალაქის ხასიათსა და მის ღირსშესანიშნაობას ასახავს. ამასთან, პოსტერები სოციალურ არხებში, გამხატვრულებული კულტურული ძეგლების სიმბოლოებით, აუდიტორიის ყურადღებას იქცევს და ჩართულობასაც ზრდის.


×



























საქართველოში ერთადერთი ციფრული აკადემიური გამომცემლობა “მდევარი” ახალ ნომერს ყოველთვიურად აქვეყნებს. “რერო” თითოეულ ნომერში შემავალი სტატიისათვის შინაარსის შესაფერის, სიმბოლურ და მაღალმხატვრულ გარეკანებს ქმნის, რომელთაგანაც თითოეული დამოუკიდებელი ციფრული ხელოვნების ნიმუშია.
























