fbpx

10 ადგილი სადაც შეგიძლია ვებსაიტის დიზაინი უფასოდ

შექმენი ვებსაიტის დიზაინი უფასოდ

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ვებსაიტის ქონა უმნიშნველოვანესია ბიზნესისთვის. ვებსაიტი თამაშობს ციფრული კარების როლს ბიზნესისთვის, პლატფორმა იდეების გაზიარებისთვის. მისი საშუალებით საშუალება გვეძლევა მივწვდეთ უფრო ვრცელ აუდიტორიას. ჩვენ და საბედნიეროდ, დღეს არსებობს უამრავი პლატფორმა, სადაც მომხარებელს შეუძლია სასურველი ვებსაიტის დიზაინი უფასოდ შექმნას. თუ ხარ ბლოგერი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ან ნებისმიერი, ვისაც ვებსაიტი სჭირდება, ეს პლატფორმები ინტუიციურ სამუშაო გარემოს შეგიქმნიან, სადაც ძლიერეი ხელსაწყოების გამოყენებით შეგეძლება სასურველი ცვლილებების შეტანა ვებსაიტში. ამ არტიკლში, ჩავუღრმავდებით და გასაგებად ავღწერთ 10 პლატფორმას, რომელიც ვებსაიტის დიზაინისთვის არსებობს. მოკლედ ვისაუბრებთ მათ თვისებებზე, სერვისებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე.

გჭირდება ვებსაიტის დამზადება?

“რერო” დაგიმზადებთ უნიკალურ ვებსაიტს. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ კლიენტების აზრს და მიმართული ვართ პროდუქტის ესთეტიკურ ღირებულებებზე.

WordPress.com

WordPress არის ყველაზე ვრცლად გამოყენებადი პლატფორმა, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი ვებსაიტების დიზაინის შექმნისთვის. მისი ვრცელი კოლექცია დეტალურად შეცვლადი შაბლონებისა და მეგობრული ინტერფეისის დახმარებით, WordPress
კომფორტულ გარემოს უქმნის როგორც დამწყებებს, ისე გამოცდილ მომხმარებლებს.
იგი დიზაინერს უხალისებს პროდუქტის შექმნის პროცესს, რაც ხდება მარტივი, ნაკლებ დანახარჯიანი, და პერსონალიზირებული. WordPress იძლევა გზებს რათა ვებსაიტში ჩავაშენოთ ელემენტები სასურველი ფუნქციონალით, რომელსაც ამარტივებს WordPress-ის უხვი პლაგინები (ბიბლიოთეკები).

WordPress logotype

დადებითი

  • დიდი რაოდენობის შეცვლადი შაბლონები
  • მეგობრული სამუშაო ინტერფეისი
  • დამატებით, პლაგინების (ბიბლიოთეკების) არჩევანი
  • SEO ოპტიმიზაციისთვის ჩაშენებული კოდი

უარყოფითი

  • ლიმიტირებული ცვლილებების შეტანა მაღალ დონეზე (უფასო ვერსიაში)
  • ზოგიერთი პლაგინის ან შაბლონის გამოყენება არის ფასიანი

Wix

Wix არის ვებსაიტების დიზაინისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც ფუნქციონალით მდიდარია. იგი მომხმარებელს სთავაზობს უფასო ვერსიას, რომელიც სრულ ვებსაიტის შექმნას და დიზაინს უჭერს მხარს.
Wix-ის ედიტორის მიზანია მარტივი მაუსის მოძრაობებით მისცეს საშუალება მომხმარებელს ჩაამატოს, შეცვალოს, და ამოაკლოს ვებსაიტის ელემენტები. რაც მთავარია, ამისთვის არანაირი პროგრამირების ცოდნა არაა საჭირო. Wix გვთავაზობს ვრცელ არჩევანს შაბლონებისა, რომლებიც წინასწარ შექმნილია სპეციფიკური ინდუსტრიისა თუ საჭიროებებისათვის. შაბლონებში შეგვიძლია ცვლილება შევიტანოთ ფონტებში, ფერებში, ელემენტების განლაგებაში, და სხვა მრავალ რამეში.
Wix-ით მომხმარებელი შეუმჩნევლად აინტეგრებს ინტერაქტიულ ელემენტს, ჩაშენებულ მედია კონტენტს და ამასთანავე ძებნადს ხდის ვებსაიტს საძიებო სისტემებისთვის.

დადებითი

  • მარტივი მაუსით სამართავი ინტერფეისი
  • ვრცელი კოლექცია ინდუსტრიებისთვის შექმნილი შაბლონებისა
  • დამატებითი ცვლილებების არჩევანი
  • ჩაშენებული E-Commerce ფუნქციონალი

Cons

  • უფასო ვერსია Wix-ის ბრენდინგს აუცილებელს ხდის ვებსაიტზე.
  • ლიმიტირებული მეხსიერება უფასო ვერსიაზე
  • შაბნლონის შეცვლა რთულია ვებსაიტის შექმნის შემდეგ

Weebly

Weebly გამოირჩევა მისი ინტერფეისის განსაკუთრებული ინტუიციურობით. საკვანძო სიტყვა, რომელიც Weebly-ს ზუსტად აღწერს არის სიმარტივე. იგი შეიქმნა, რათა მომხარებლისთვის მაქსიმალურად გამარტივებულიყო ვებსაიტის დიზაინი. მხოლოდ მაუსის ინტერაქციითაც კია შესაძლებელი პროფესიონალური ვებსაიტების შექმნა. Weebly მომხმარებელს ამარაგებს შაბლონებით, რომლებიც წინასწარ ოპტიმიზირებულია სხვადასხვა ზომის ეკრანებისთვის. ამასთანავე Weebly სპეციალიზირდება ჩაშენებული E-Commerce ფუნქციონალის მიწოდებაზე: აძლევს მომხმარებელს საშუალებას მარტივად დაამზადოს ონლაინ მაღაზიები და მათი კატალოგები ერთი ხელის მოქმედებით შეცვალოს.

weebly logo png transparent

დადებით

  • ინტუიციური მაუსით შეცვლადი ვიზუალი
  • ოპტიმიზირებული შაბლონები სხვადასხვა ზომის ეკრანებისთვის
  • ჩაშენებული E-Commerce ფუნქციონალი
  • მეგობრული ინტერფეისი დამწყებებისთვის

უარყოფითი

  • სხვა პლატფორმებთან შედარებით ნაკლებად შეცვლადია ელემენტები
  • ზოგიერთი დახვეწილი მოქმედება არ შედის უფასო ვერსიაში
  • Weebly ბრენდინგი აუცილებელია უფასო ვეერსიის გამოყენებისას

Webflow

Webflow არის ძლიერი ვებსაიტ ბილდერი, რომელიც უფასო ვერსიით იძლევა ლიმიტირებულ სამუშაო გარემოს. მისი ვიზუალური დიზაინისკენ მიმართული პლატფორმა ერგება დეველოპერებს და დიზაინერებს, რომლებსაც უფრო მეტი კონტროლი სჭირდებათ ვებსაიტის დიზაინზე. Webflow-ს მოქნილი დიზაინის არჩევანი შეიცავს ტიპოგრაფიას, ანიმაციებს, და სხვადასხვა ზომის ეკრანებისთვის ოპტიმიზაციას. ამ პლატფორმის ნიში, არის ის, რომ მომხმარებელი წააქეზოს დინამიური ელემენტების შექმნისკენ, კოდის დაწერის გარეშე.

602f1fcfd6d1353830d59d5d 6022ed55436bd981af77f1c8 SngeVWxItd1 wR

დადებითი

  • მაღალი დონის კონტროლი ნებისმიერ ელემენტზე
  • ვიზუალურად დახვეწილი და შთამბეჭდავი ვებსაიტების დამზადება პროგრამირების გარეშე
  • ანიმაციები, ტიპოგრაფია და სხვადასხვა ზომის ეკრანებზე ოპტიმიზაცია
  • იდეალური დიზაინერებისთვის, რომლებსაც სურთ მაქსიმალური კონტროლი ვებსაიტის ვიზუალზე

უარყოფითი

  • რთულად ასათვისებელი დამწყებებისთვის
  • უფასო ვერსიაზე ლიმიტირებული ინტერფეისი
  • ბევრად კომპლექსური ინტერფეისი სხვა პლალტფორმებთან შედარებით

Jimdo

Jimdo შეიცავს უფასო გეგმას, რომელიც მარტივად და სწრაფად ქმნის ვებსაიტებს. იგი მომარაგებულია შაბლონების არჩევანითა. მისი ედიტორი მორგებულია დამწყები დიზაინერებისთვის. Jimdo შესანიშნავია ვებსაიტებისთვის როგორიცაა ბლოგ ვებსაიტი, პორტფოლიო, ბიზნეს ვებსაიტი.
მასში ჩაშენებულია SEO optimization, რათა გაუადვილოს მომხმარებელს მარკეტინგი.

Jimdo Logo

დადებითი

  • მარტივი და სწრაფი შექმნის პროცესი
  • შაბლონები უამრავი ტიპის ვებსაიტებისთვის
  • ჩაშენებული SEO
  • ჩაშენებული E-Commerce ინტერფეისი

Cons

  • მკაცრად ლიმიტირებული ცვლილებებისადმი სხვა პლატფორმებთან შედარებით
  • უფასო ვერსია მოითხოვს
  • დახვეწილი ფუნქციონალი მოითხოვს დამატებით ხარჯებს

SITE123

SITE123-ის ინტერფეისი არის ყველაზე პირდაპირი პლატფორმებს შორის. იგი ხაზს უსვავს სიმარტივეს და სიიოლეს. SITE123 მარაგში აქვს ხელით გაკეთებული განლაგებები, რომლებიც ინტუიციურად შეცვლადია. ამავდროულად, მას აქვს ინდუსტრიებზე პერსონიზირებული შაბლონები, რომლებიც გაცილებით ამარტივებენ ვებსაიტის შექმნას. რაც მთვარია, SITE123 მომხარებელს სთავაზობს მრავალ-ენიან ელემენტებს, რაც საუკეთესოს ხდის საერთაშორისო ვებსაიტებისთვის.

SITE123

დადებითი

  • პირდაპირი, გასაგები ინტერფეისი
  • წინასწარ შექმნილი ელემენტების განლაგებები
  • მრავალ-ენიანი ფუნქციონალი
  • შესანიშნავია მცირე ტექნიკური ცოდნის მქონე დამწყებებისთვის

Cons

  • ლიმიტირებული ცვლილებების შეტანა
  • ნაკლები კონტროლი დახვეწილ ელემენტებზე
  • SITE123 ბრენდინგი უფასო ვერსიისთვის

Strikingly

Strikingly გვთავაზობს უფასო გეგმას, რომლიც სპეციალიზირდება ერთ გვვერდიან ვებსაიტებში. იგი აღიწერება როგორც თანამედროვე, მობილურებისთვის ოპტიმიზირებული ვებსაიტების ბილდერი. მას აქვს ფოკუსი სიმარტივეზე. ამასთანავე, Strikingly აქვს მარაგი შაბლონებისა პერსონალულრი პორტფოლიოებისთვის, პროდუქტის წარდგენისთვის, ღონისძიებების ფეიჯებისთვის და სხვა. Strikingly ასევე აქვს ჩაშენებული ვიზუალური თვისებები როგორიცაა კონტაქტის ფეიჯი, ანალიტიკის ფეიჯი და სოციალური მედიის ინტეგრაცია.

strikingly review logo big.o

დადებითი

  • მარტივი გადაწყვეტა ერთ-გვერდიანი მობილურის ფეიჯებისთვის
  • მეგობრული ინტერფეისი
  • მშვენიერია პროდუქტის წარდგენისთვის, პორტფოლიოსთვის და ღონისძიებებისთვის
  • ჩაშენებული ფუნქიონალი

უარყოფითი

  • ლიმიტირებული ცვლილებები მრავალ-გვერდიან ვებსაიტ ბილდერ პლატფორმებთან შედარებით
  • Strikingly ბრენდინგი უფასო ვერსიაზე

Carrd

Carrd არის პლატფორმა, რომელიც ასევე სპეციალიზირდება ერთ-გვერიდან ვებსაიტებში. იგი ამარტივებს შექმნის პროცესს და მიმართულია მინიმალისტურ დიზაინზე. Carrd-ს აქვს მზა შაბლონების ბილბიოთეკა, რომელთაგანც თითოეული სურვილისამებრ შეცვლადია. მიუხედავა იმისა, რომ Carrd-ის ფოკუსი სიმარტივებია, იგი მაინც სთავაზობს ჩაშენებულ დახვეწილ ელემენტებს მომხმარებელს, როგორიცაა დამატებითი სერვისები, საკონტაკტო ფორმები და სხვა.

ccard

დადებითი

  • გამარტივებული პროცესი ერთ-გვერდიანი ვებსაიტებისთვის
  • უხვი შაბლონები
  • ჩაშენებული ფუნქციონალი როგორც საკონტაქტო ფორმები

უარყოფითი

  • შეზღუდულია ერთ-ფეიჯის ვებსაიტებისთვის
  • უფასო ვერსია მოითხოვს Carrd ბრენდინგს
  • დახვეწილი ფუნქციონალი მოითხოვს დამატებით ხარაჯებს

Tilda

Tilda არის მოქნილი ვებსაიტ ბილდერი, რომელის უფასო ვერსია გარკვეული ლიმიტაციებით არსებობს. მისი ფოკუსია ულამაზესი ვებსაიტების შექმნა, რისგამოც მასში ექსპერტების მიერ წინასწარ შექმნილი ბლოკები და შაბლონები უამრავია. რაც მთავარია, ამისთვის არანაირი პროგრამირების ცოდნა არაა საჭირო. Tilda მომხარებელს სთავაზობს დამატებით ცვლილებების არჩევანს, როგორიცაა ტიპოგრაფია, ფერები, ელემენტების დაშორებები, ანიმაციები და სხვა. ამასთანავე, აქვს ჩაშენებული მარტივი E-Commerce ფუნქციონალი.

Tilda Logo

დადებითი

  • მოქნილი ვებსაიტ ბილდერი ულამაზესი ვებსაიტებისთვის
  • უამრავი წინასწარ შექმნილი შაბლონი და ბლოკი
  • დამატებითი ცვლილებების საშუალება
  • ჩაშენებული E-Commerce ფუნქციონალირ, რომელიც ინტეგრირდება გარე სერვისებთან

უარყოფითი

  • ლიმიტაციები უფასო ვერსიაზე
  • დამატებითი ცვლილებებისთვის საჭიროა დამატებითი ხარჯები

Duda

Duda-ს აქვს უფასო ვერსია მარტივი მაუსით შექმნადი ინტეფრეისით. ვებსაიტები ოპტიმიზირებულია მობილურებისთვის. მასში მზადაა შაბლონები რომლებიც იძლევა ცვლილებების საშუალებებს. ამის დახმარებით, იგი არაჩვეულებრივია როგორც ინდივიდისთვის, ასევე ბიზნესის მფლობელებისთვის. Duda-ს აქვს ემფეზისი მობილურის ოპტიმიზაციაზე, გვთავაზობს რა მეთოდებს სპეციფიკურად მობილურისთვის ოპტიმიზაციისთვის. დამატებით, Duda შეიცავს ვებგვერდისთვის აუცილებელ ფუნქციებს, როგორიცაა საკონტაქტო ფორმა, ჩვენს შესახებ გვერდი და სოციალური ინტეგრაციები.

duda

დადებითი

  • ინტუიციური მაუსით შეცვლადი ედიტორი
  • უხვი შაბლონები
  • ემფეზისი მობილურისთვის ოპტიმიზაციაზე

უარყოფითი

  • ლიმიტაციები უფასო ვერსიისთვის
  • დამატებითი ფუნქციონალი მოითხოვს დამატებით ხარჯებს
  • Duda-ს ბრენდინგი აუცილებელია უფასო ვერსიაზე

ამ 10 ვებსაიტ ბილდინგ პლატფორმებით, რომლებიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი, ვებსაიტის დიზაინი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
დაწყებული WordPress-ის მოქნილობით და Weebly-ს სიმარტივით, დამთავრებული Wix-ს მაუსით ცვლადი ედიტორით და Webflow-ს დახვეწილი დიზაინის შესაძლებლობებით, ყველა პლატფორმა გვთავაზობს უნიკალურ თვისებებს. თითოეული მათგანი მომხმარებელს ხელს უწყობს სპეციფიკური მოთხოვნის შესაბამისად. არაქვს აზრი ხარ დამწყები თუ გამოცდილი დიზაინერი, ჩამოთვლილი პლატფორმები მომხმარებელს აქეზებს რათა საკუთარი შემოქმედობითობა მაქსიმალურად გამოავლინოს. მათი დახმარებით, საშუალებაა შეიქმნას ლამაზი ვებსაიტები, რომელიც მომხმარებლის ხედვას ზუსტად შეესაბამება. აღმოაჩინეთ თითოეული პლატფორმა, სცადეთ თითოეულის ხელსაწყოები, რათა ზუსტად გაიგოთ თითოეულის შესაძლებლობა.