3D მოდელირება და სკანირება

რეროს 3D მოდელირებისა და სკანირების სერვისი თქვენს ამბიციურ იდეებსა და გარემო ობიექტებს ფოტორეალისტურ, ციფრულ რეალობად აქცევს. ჩვენ ვქმნით დეტალურ მოდელებს პროდუქტის ვიზუალიზაციის, არქიტექტურისა და ინჟინერიის სფეროში გამოსაყენებლად. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, წინასწარ დავინახოთ შედეგი, ვირტუალურად, ამის გამოყენებით, დავაჩქაროთ დიზაინის პროცესი და შევამციროთ შეცდომების რისკი. სერვისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფიზიკური ობიექტების მაღალი სიზუსტის დასკანერება, რის საფუძველზეც იქმნება იდეალურად ზუსტი ციფრული ასლი. ჩვენი გამოცდილება მოიცავს სრულ სპექტრს, კომპლექსური 3D დიზაინიდან ზუსტ სკანირებამდე. თითოეული პროექტი ჩვენთვის ინდივიდუალურია და მაქსიმალურად ერგება დამკვეთის მოთხოვნებს. რეროს შეუძლია, მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის 3D ვიზუალიზაცია, მოდელი, ან სკანი, თქვენთვის საჭირო ნებისმიერი საქმიანობისთვის.

ჩვენი 3D მოდელირებისა და სკანირების პროცესი:

მონაცემები
ვიღებთ CAD ფაილებს ან ვატარებთ ობიექტის ფიზიკურ 3d სკანირებას მონაცემების შესაგროვებლად.
მოდელირება
ვასუფთავებთ სკანირების მონაცემებს, ვქმნით და ვაუმჯობესებთ 3d მოდელსა და ტექსტურებს.
ვიზუალიზაცია
ვქმნით განათებას, მასალებს და ვირჩევთ კამერის რაკურსს მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური რენდერისთვის.
შედეგი
გადმოგცემთ საბოლოო 3d ვიზუალიზაციის სურათებს, ანიმაციებს ან ოპტიმიზებულ 3d მოდელებს.

რერო თქვენი საიმედო პარტნიორია 3D მოდელირებისა და სკანირების სფეროში. ჩვენი გუნდის გამოცდილებაში შედის ვანის მუზეუმის ექსპონანტების დასკანერება, მათი შემდგომი დამუშავება და ინტეგრაცია ჩვენსავე AR (გაძლიერებული რეალობიის) აპლიკაციაში — „არაჩვეულებრივი გამოფენა“. სიტუაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია როგორც ტელეფონით დასკანერება, ასევე, საჭიროებისამებრ, პროფესონალური აპარატურის გამოყენება, იქნება ეს მაღალი გაფართოების კამერა თუ Lidar სკანერი.

რატომ რერო?

მოდელირება და სკანირება:საწყისი ფასი:
მარტივი 3D მოდელის შექმნა 500₾
პროდუქტის ვიზუალიზაცია1000₾
ობიექტის სკანირება3000₾
ადგილის/სივრცის სკანირება6000₾
არქიტექტურული ვიზუალიზაცია10000₾

იხილეთ მაგალითი ჩვენი გასაოცარი პორტფოლიოდან

Medea Terra Festival

ხშირად დასმული კითხვები 3D მოდელირებისა და სკანირების შესახებ:

1) რა ტიპის 3d სერვისებს გვთავაზობთ?
ჩვენი სერვისები მოიცავს სრულ სპექტრს: 3d მოდელირებას, ფოტორეალისტურ 3d ვიზუალიზაციას, პროდუქტის 3d დიზაინს და, რა თქმა უნდა, მაღალი სიზუსტის 3d სკანირებას.
2) შეგიძლიათ თქვენი ნამუშევრის მაგალითი მოიყვანოთ?
რა თქმა უნდა. ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ვანის მუზეუმის ექსპონანტების უმაღლესი სიზუსტით დასკანერება. მიღებული 3d მოდელები დამუშავდა და გამოყენებულ იქნა ჩვენს AR აპლიკაციაში — „არაჩვეულებრივი გამოფენა“.
3) რა განსხვავებაა 3d მოდელირებასა და 3d დიზაინს შორის?
3d დიზაინი უფრო ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს მოდელის კრეატიულ და ესთეტიკურ მხარეს. 3d მოდელირება კი მისი შექმნის ტექნიკური პროცესია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ორივეს — ვქმნით ტექნიკურად გამართულ და ვიზუალურად შთამბეჭდავ მოდელებს.
4) შესაძლებელია თუ არა სკანირება ტელეფონით?
დიახ, სკანირება ტელეფონით შესაძლებელია საბაზისო დონეზე, თუმცა პროფესიონალური შედეგისთვის, რომელიც მაღალ სიზუსტეს მოითხოვს (მაგალითად, მუზეუმის ექსპონატები), აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება.
5) როგორ კეთდება ობიექტის სკანირება?
პროცესი, თუ როგორ გავაკეთოთ სკანირება პროფესიონალურად, მოიცავს რამდენიმე ეტაპს: 1. ობიექტის გარშემო ასობით ფოტოს გადაღება ან ლაზერული სკანირება. 2. მიღებული მონაცემების დამუშავება სპეციალურ პროგრამაში. 3. საბოლოო 3d მოდელის გასუფთავება და ოპტიმიზაცია.
6) რას ნიშნავს 3d ვიზუალიზაცია?
3d ვიზუალიზაცია არის პროცესი, რომლის დროსაც 3d მოდელისგან ვქმნით ფოტორეალისტურ სურათს ან ანიმაციას. ის გამოიყენება პროდუქტის რეკლამისთვის, არქიტექტურული პროექტების წარსადგენად და იდეების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფორმით საჩვენებლად.
7) თავსებადია თუ არა თქვენი მოდელები 3d პრინტერისთვის?
დიახ. ჩვენ ვქმნით მაღალი ხარისხის, ოპტიმიზებულ 3d მოდელებს, რომლებიც სრულად თავსებადია ნებისმიერი ტიპის 3d პრინტერისთვის და მზად არის დასაბეჭდად.


შეგვეხმიანე!

შეგვეხმიანე!